national delicacy

Atonis cminda mta

  • ID: 52094
  • ნახვები: 4234
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/07/19
    დაბრუნება
    • 09/07/19
დამატებითი ინფორმაცია

http://visitgruzia.ru/event/goryashhij-tur-na-afon/

 

1დღე. ქუთაისიდან ჩამოფრენა თესალონიკში.

       შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელთან.

       ტრანსფერი ტაქსით ურანოპოლისამდე და დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ადგილიან ნომრებში.

 

2დღე. 8:00 ზე  საშვის ანუ დიამონიტირიონის მიღება.

        8:30 ზე საუზმე სასტუმროში.

        9:30 ზე ბორანით გამგზავრება ათონის მთისაკენ.

        წმინდა ათონი- გადავადგილდებით ჯიპებით,მოვილოცავთ ქილანდრის სერბულ მონასტერს,მონასტერ ესფიგმენს,მონასტერ კონსტამონიტს,დოქიარის მონასტერს და მწუხრისთვის მივალთ ვატოპედის სავანეში.გავივლით რეგისტრაციას და მონასტერი გამოგვიყოფს ოთახს.( სურვილისამებრ შეგიძლიათ თქვათ აღსარება და მოემაზადოთ ზიარებისათვის).შემდეგ ყველაფერი იქნება მონასტრის წესის მიხედვით.საღამოს ლოცვის შემდეგ იქნება ძმათა ტრაპეზი და შემდეგ სიწმინდეების მოლოცვა.

 

3დღე. 4:00ზე იწყება დილის ლოცვები,სურვილისამებრ შეგიძლიათ დაესწროთ,შემდეგ ძმობის ტრაპეზი.

        9:00 ზე ვაგრძელებთ მოგზაურობას ათონის მთაზე.მოვილოცავთ პანტოკრატორის მონასტერს, ილია თეზბიტელის სახელობის სკიტს,შეხვედრა ბერ გაბრიელ კუტლუმუშელთან(სულიერი რჩევა და ქადაგებანი),კუტლუმუშის მონასტერი. ადმინისტრაციული ცენტრი კარიესი,სადაც მოვილოცავთ ღირს არსის ხატს,და ფეხით ავისეირნებთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკიტამდე, შემდეგ გავემგზავრებით ივერთა მონასტერში და იქ დავრჩებით ღამის თევით.გავივლით რეგისტრაციას,მონასტერი გამოგვიყოფს ოთახს.შემდეგ ყველაფერი გაგრძელდება იმ მონასტრის წესით.საღამოს ლოცვის შემდეგ იქნება ძმათა ტრაპეზი და შემდეგ სიწმინდეების მოლოცვა.

 

4დღე.  3:00 ზე იწყება დილის ლოცვანი შემდეგ საღრმთო ლიტურღია. მორჩენისთანავე  ვიწყებთ მოგზაურობას და        მოვილოცავთ,სტავრონიკიტას მონასტერს,ბურაზერის კელიას,ქსიროპოტამის მონასტერს, ქსენოფონტოს მონასტერს,წმინდა პანტელეიმონის მონასტერს.საღამოს  მივალთ ქართულ კელიაზე სადაც დავრჩებით ღამის თევით. იოანე ღრმისმეტყველის სახელობის კელია რომელიც ეკუთვნის სიმონა პეტრას მონასტერს და აქ ქართულ ენაზე აღევლინება ლოცვები. კელიაზე ცხოვრობს არქიმანდრიტი გრიგოლი. საღამოს ტრაპეზი და შემდეგ ყველაფერი კელიის შინაგანაწესის თანახმად.

 

5დღე. დილის ლოცვების შემდეგ იქნება ტრაპეზი.  ეს დღე გექნებათ თავისუფალი.ჩვენ თქვენ გეტყვით თუ როგორ და სად შეძლებთ მოილოცოთ ის დღე ნაყოფიერად.

 

6დღე.დილის ლოცვების შემდეგ იქნება ტრაპეზი.  ეს დღე გექნებათ თავისუფალი.ჩვენ თქვენ გეტყვით თუ როგორ და სად შეძლებთ მოილოცოთ ის დღე ნაყოფიერად.

 

7დღე. ბორანით გამგზავრება დიდ მიწაზე ანუ ურანოპოლისში.დაბინავება ვემზადებით გამგზავრებისათვის.

 

8დღე.დილით ადრე ტრანსფერი ტაქსით აეროპოტამდე და გამგზავრება ქუთაისში.

 

P.S.  ადგილზე ჩამოსვლისთანავე შეგიძლიათ ჩვენს გიდს სთხოვოთ პროგრამის ინდივიდულური კორექტირება.

     3 დღის განმავლობაში თქვენ იმოგზაურებთ ათონის წმინდა მთაზე  ჯიპის და გიდის თანხლებით.

     სურვილისამებრ თქვენ ადგილზე შეგიძლიათ გიდს სთხოვოთ 1  ან 2 დღის ეკსკურსიის დამატება( დამატებით საფასური).

     ათონის წმინდა მთის მონასტრებში ძმობა ტრაპეზობს დღეში 2ჯერ დილით და საღამოს. არის მონასტრები სადაც დილით მათი ტიპიკონის თანახმად არ საუზმობენ!

     მონასტრებში გვაბინავებენ მონასტრის ლოცვა კურთხევის თანახმად. თუ თქვენ გნებავთ განმარტოვებული ოთახი,გთხოვთ ამის შესახებ გვამცნობოთ წინასწარ!

 

ფასი მოიცავს-

                    ტრანსფერებს კომფორტული ავტომობილით.

                    განთავსება და დაბინავება დაბა ურანოპოლისში  და საუზმე.

                    მოსაკრებელი, ათონის მთაზე შესვლის ნებართვის გადასახადი 25evro

                    ბორანის ბილეთები მხოლოდ ერთი მიმართულებით

                    გიდის მომსახურება ჯიპით 3 დღის განმავლობაში.

                    5ვე ღამის დაბინავება,ანუ ჯავშანი მონასტრებში.

 

ფასში არ შედის-   სამოგზაურო დაზღვევა.

                       ინდივიდუალური ხასიათის დამატებითი ხარჯები,რაც არის დაბინავება,კვება(გარდა ზემოთ ნახსენებისა) თუ სუვენირები.

                       სასტუმროში განთავსება თუ კი არის ფორს მაჟორული სიტუაცია( ანუ ზღვა ღელავს და ბორანით ვერ ხერხდება იმ დღით ათონის წმინდა მთაზე შესვლა).

  

ჩვენი კონტაქტი: tel: 593724282  viber & whats app +306949903570  გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 361.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/07/19
    დაბრუნება
    • 09/07/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა