national delicacy

დაუვიწყარი ტური ულამაზეს ბაქოში.

  • ID: 50914
  • ნახვები: 4012
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/05/19
    დაბრუნება
    • 12/05/19
დამატებითი ინფორმაცია

მოგზაურობის მოყვარულო მეგობრებო!!!!
ინფორმაცია ბაქოს ტურთან დაკავშირებით
------------------------------------------------------------------------
გავატაროთ ერთად 3 დაუვიწყარი დღე ბაქოში. ♥
(ევროპისა და აზიის შერწყმის ადგილი)

10-11 12 მაისს (პარასკევი - შაბათი - კვირა), ტურისტული კომპანია "კესანე" გთავაზობთ 3 დღიან ტურს ბაქოში.

ტურის განრიგი:

გასვლა10 მაისს (პარასკევს) - 01:00 საათზე. (ველოსიპედის ძეგლიდან, რედისონი)
10:00 საათზე - ჩასვლა ბაქოში, დაბინავება სასტუმროში, დასვენება.
სასტუმროდან გასვლა და ბაქოს დათვალიერება 14:00 სთ-დან. მოვინახულებთ:

10 მაისი (პარასკევი)
✔ ქალწულის კოშკი - ბაქოს სავიზიტო ბარათი
✔ მინიატურული წიგნების მუზეუმი (ამ დროისთვის ფილიალის 12 დახლზე მსოფლიოს 31 ქვეყნის 1090 წიგნია წარმოდგენილი, მათ შორის ქართული წიგნები )
✔ შირვანშაჰების სასახლე (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი)
✔ გასეირნება ძველ ბაქოში - სუვენირების ბაზრობა,
ნიზამის საფეხმავლო ქუჩა და ტრადიციული კერძების ფართო არჩევანი (თავისუფალი დრო)
✔ შებინდებისას მოვინახულებთ ბაქოს ცეცხლის ენის ფორმის ცნობილ კოშკებს ( აზერბაიჯანის სიმბოლო), დავტკბებით პანორამული ხედებით დედაქალაქზე.

11 მაისი (შაბათი) - მეორე დღე:

✔ 09:30 საათი - საუზმე სასტუმროში, 10:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ბაქოს ათეშგას - ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი, მაზდეანური ტაძარი. რატომღაც, ორიოდე ტურისტულ კომპანიას აქვს ჩასმული მოსანახულებელ ობიექტთა სიაში, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება ბაქოში ჩასულმა ათეშგა, თავის უნიკალური არტეფაქტებით, არ მოინახულო. ბაქოსთან ახლო, სურაჰანში მდებარეობს.
✔ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს - მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, სადაც წარმოდგენილია ჰიპერრეალისტური ხელოვნების ნიმუშები, უნიკალური თოჯინები, ძველებური, ტრადიციული საკრავები და კიდევ უამრავი რამ, რაც საკუთარი თვალით უნდა ნახო უთუოდ...
✔ ხალიჩების ოთხსართულიან მუზეუმს. (უძველესი, უნიკალური ხალიჩები, რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტები და ფიგურებია გამოსახული)
✔ პატარა ვენეცია (ბაქოს ბულვარის გამორჩეული ადგილი)
✔ გასეირნება ბულვარში (2 კმ )
✔ გასეირნება გემით კასპიის ზღვაზე
✔ საღამოს, სასტუმროში დაბრუნებამდე, თავისუფალი დრო.

12 მაისი (კვირა) - მესამე დღე:

✔ 09:30 საათი - საუზმე სასტუმროში, 10:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ჰეიდარის მეჩეთს , რომლის ფასადი სპეციალური ქვით არის მოპირკეთებული შირვან-აბშერონის არქიტექტურის სტილში. გარწმუნებთ, გაგაოცებთ მისი სილამაზე და დიდებული არქიტექტურა.
✔ თავისუფალი დრო სუვენირებისა და ტკბილეულის შესაძენად.
✔ 14:30 საათზე - გამომგზავრება ბაქოდან, გზად მოვინახულებთ გობუსთანის არქეოლოგიურ ნაკრძალს. ნაკრძალში დაცულია კლდის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც შექმნილია მეზოლითის პერიოდში.
✔ 22:30 საათი - 23:30 საათი (სასაზღვრო პროცედურები)
✔ 00:30 საათზე - დაბრუნება თბილისში. (ველოსიპედის ძეგლთან)

ტურის ღირებულება გახლავთ 150 ლარი. ფასში შედის:

✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ სასტუმრო ორი ღამით
✔ საუზმე სასტუმროში
✔გამყოლი

ფასში არ შედის დარჩენილი კვება და მუზეუმების მოსაკრებლები ( რაც ჯამში შეადგენს 50-55 მანათს).

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
599 477 537 რუსიკო
ვეცდებით გაჩუქოთ დაუვიწყარი დღეები ...
ჩაწერას ნუ გადადებთ, 11 ადგილია თავისუფალი :) <3 <3
----------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/05/19
    დაბრუნება
    • 12/05/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა