national delicacy

აღდგომა ათონის მთაზე

  • ID: 50330
  • ნახვები: 4813
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/04/19
    დაბრუნება
    • 04/05/19
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდით აღდგომის დღესასწაულს ათონის წმინდა მთაზე.


ასევე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ივერონის მონასტერში, სადაც საშუალება გექნებათ ლიტანიობისას ხელით წამოაბრძანოთ ხატი!

ხანგძლივობა: 8 დღე / 7 ღამე - (27 აპრილიდან/ 4 მაისამდე )
ფასი: 1280 ლარიდან
ფასში შედის: თვითმფრინავის ბილეთები (ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი), სალონიკიდან ტრანსფერი ურანოპოლისამდე და ათონის მთაზე შიდა გადაადგილება, მონასტრებში გაჩერება, ტურს თან ახლავს ქართულ ენოვანი გიდი!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 595 09 68 56
(იჩქარეთ! ჯგუფში მომლოცველთა ჩაწერის ბოლო ვადაა 12 აპრილი)

27 აპრილი: ჩაფრენა სალონიკის აეროპოტში, გამგზავრება ურანოპოლისში და ურანოპოლისიდან გემით გამგზავრება ათონის მთაზე ივერონის მონასტერში, სადაც დაესწრებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს მონასტერი ათონის მთაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდითაა ცნობილი, რომლის გალობაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს გახდის თქვენთვის ღამისთევის მსახურებას.

28 აპრილი: კუტლუმუშის მონასტრის მოლოცვა, სადაც დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა ანას ნაწილები! ასევე პანაგუდას კელიის მონახულება, სადაც მოღვაწეობდა წმინდა პაისი ათონელი. წმინდა ანდრიას სკიტის მოლოცვა, სადაც დავანებულია წმინდა 
ანდრიას ნაწილები, დაბინავება სკიტში.

29 აპრილი: სადღესასწაულო ლიტურგიაზე დასწრება და მონიაწილეობის მიღება კარიესში პროტატის ტაძარში, დავანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი "ღირს არსის" ხატის ლიტანიობაზე. კუტლუმუშის სკიტის მოლოცვა. ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველი ქართველის ოცნება! ივერიის ღმთისმშობლის ხატის დღესასწაულზე დასწრება და ლიტანიობაში მონაწილეობის მიღება!!! საშუალება მოგეცემათ ხელით წამოაბრძანოთ ჩვენთვის უდიდესი სიწმიდე!

30 აპრილი: ივერონის მონასტრიდან გავემგზავრებით კარაკალუს წმინდა პეტრეს და პავლეს მონასტერში, სადაც მოვილოცავთ მონასტერს და მასში დავანებულ სასწაულმოქმედ ხატებს, შემდეგ დასაბინავებლად გავემგზავრებით ფილოთეუს მონასტერში, სადაც დაბრძანებულია წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

1 მაისი: დიონისიუს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მოლოცვა და დაბინავება მონასტერში, სადაც დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "დაუჯდომელი", ასევე მოვილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელს, რომლითაც ნათელიღო მაცხოვარმა!
წმიდა პავლეს მონასტერი, მოლოცვა უფლისადმი შეწირული ძღვენისა (ოქრო, გუდრუკისა და მურის) და ასევე წმინდა პანტელეიმონის თავისქალის მოლოცვა!
დაბინავება მონასტერში.

2 მაისი: წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მოლოცვა.
ქსენოფონტეს წმინდა გიორგის სახ.მონასტერი, მოვილოცავთ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს "ოდიგიტრიას".
დოქიარის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი, მოვილოცავთ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს "მსწრაფლშემსმენელს"
დაბინავება მონასტერში.

3 მაისი: ათონის მთიდან გამგზავრება სალონიკში და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის, წმინდა ანისიას და წმინდა გრიგოლ პალამას საფლავების მოლოცვა.
თავისუფალი დრო, ულამაზესი ქალაქის დათვალიერება.

4 მაისი: გამოფრენა სალონიკის აეროპორტიდან ქუთაისში.
ტური ასევე არის უპრეცედენტო და თქვენთვის სასიამოვნო, რადგან ტურის მონაწილეთა თხოვნებიც იქნება გათვალისწინებული და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მონასტრების მოლოცვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 595 09 68 56
იმეილი: info@personalguide.com.ge

(მოგეხსენებათ ათონის მთაზე ქალბატონები არ დაიშვებიან.)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 280.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/04/19
    დაბრუნება
    • 04/05/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა