national delicacy

სრულიად განსხვავებული ტაო - კლარჯეთი

  • ID: 4976
  • ნახვები: 19120
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/15
    დაბრუნება
    • 26/05/15
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება 200$ ან ექვივალენტი ლარი + 6 ლარი დაზღვევის ღირებულება (მასთვის ვისაც არ აქვს)
თანხის და საზღვარგარეთის პასპორტის (ბიომეტრული პირადობის მოწმობის) ასლის მიღება 20 მაისამდე

ტურის ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით.
გიდის გამყოლის მომსახურეობა.
ღამისთევა სასტუმროებში.
ტაძრებში შესასვლელი მოსაკრებლები.
2 ჯერადი კვება. საუზმე - ვახშამი.
სამოგზაურო დაზღვევა (თურქეთის ტერიტორიაზე).
ტურში თან იქონიეთ საზღვარგარეთის პასპორტი (ბიომეტრული პირადობის მოწმობა).

საკონტაქტო ტელეფონი: 568104448 გოჩა;

პროგრამა:

I დღე (ვიკრიბებით დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსთან)
05:30 საათზე გამგზავრება თბილისიდან ვალეს მიმართულებით.

• თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.საბაჟო ფორმალობების გავლა.
• ლანჩი
• ქინძოტამალი
• ერუშეთის უღელტეხილი, არსიანის ქედი
• ენირაბათი ეკლესია მდებარეობს არტანუჯის სამხრეთით 18 კილომეტრით შორს, მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ნაპირას, სწორი ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ციცაბო ერთკილომეტრიანი ბილიკის ბოლოს. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი, თუმცა არ აქვს არც ერთი წარწერა.
• ანჩა. - სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ. აქ ქრისტიანობის პირველ დროშივე მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ ანდრია პირველწოდებულმა დააარსეს მრავალი ეკკლესიანი. ანჩაში საეპისკოპოსო ტაძარი უძველესია მთელ საქართველოში. საეპიკოპოსო საყდრის დაწესება ანჩაში ქართველ მეფეთა მიერ არსად არ არის მოხსენებული. აი ამ ანჩის ტაძარში ესვენა თითქმის ცხრაასი წლის განმავლობაში პირი-ღვთის ხატი: ანჩის ეპისკოპოსნი ყოველთვის მცხეთის კათალიკოზის ხელ-ქვეითნი იყვნენ; ანჩელის სამწყსო მდებარეობდა ოპიზასა და ხანცთას მონასტერთა შორის, ნიგალის ხევის ქვევით გონიამდე.
• პარეხთა - VI საუკუნეში, სავარაუდოდ, უკვე არსებობდა მონასტერი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში იქნა განახლებული. იგი  მოიხსენიება საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის თორმეტ უდაბნოთა შორის. პარეხთა ოპიზის შემდეგ უძველესი სავანეა კლარჯეთის ტერიტორიაზე და მნიშვნელოვან სასულიერო კერას წარმოადგენდა.
• ბერთა - მონასტერი დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემოქჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი სავარაუდოს ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი. ერთი (X ს.) დაცულია აშშ-ში, ქ. ნიუ-ტონში მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს, — თბილისში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q — 906). ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი (X ს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.
• ღამისთეა და ვახშამი ართვინში
II დღე
• 07:00 საათზე საუზმე.
• მამაწმინდა - მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპს. გუმბათი ეყრდნობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიდან გამოწეულ მართკუთხა შვერილებს. აფსიდი ეკლესიას არ გააჩნია - საკურთხეველი მართკუთხაა და გადახურულია ცილინდრული კამარით. 
• ესბეკის ბაზილიკა - ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ოლთისის მარცხენა სანაპიროზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამნავიანი ბაზილიკა, სამარხი-სამლოცველო, საერო შენობათა ნაშთები, XV-XVI საუკუნეების აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია და მთაზე მდებარე საგუშაგო და ციხე-კოშკი.კომპლექსი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს: ყველაზე ადრეული IX-X საუკუნის ბაზილიკაა, ხოლო ყველაზე გვიანდელი მე-16 საუკუნის აგურით ნაშენი ეკლესია.
• ვაჩეძორი - სამონასტრო კომპლექსი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში, მდინარე ნიაკომის ჭალაში, კალმახის ციხესა და სოფელ კეჩილს შორის. კომპლექსში შედის ორი ეკლესია (ერთი წმ.სტეფანეს სახელობისაა), სამრეკლო, სატრაპეზო და სხვა ნაგებობები. წმინდა სტეფანეს ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის საშუალო ზომის ნაგებობაა. ტაძარი სავარაუდოდ IX საუკუნეს ეკუთვნის.
• ღამისთევა და ვახშამი იუსუფელში, სასტუმრო ”აგარა”-ში.

III დღე
• 07:00 საათზე საუზმე.
• ოთხთა-(X ს).
• პეტრეკისის ციხე
• განდეგილის სავანე (ფეხით სასიარულო მარშუტი ჯამში 8-9 კმ)
• ღამისთევა და ვახშამი იუსუფელში, სასტუმრო ”აგარა”-ში.

IV დღე
• 07:00 საათზე საუზმე.
• ოშკი- X ს-ის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტროცენტრი ისტორიულ ტაოში.
• სოლომონის მღვიმე
• ხახაული
• თორთუმის ციხე ქალაქი
• ქაჯეთის ციხე - - ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, ტაო-კლარჯეთში. მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის დაბა ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმთეფელთან (ძველი სახელი რაბათი). ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯის ციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი
• გამომგზავრება თბილისი მიმართჲლებით.
• დაბრუნება თბილისში.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე200.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/15
    დაბრუნება
    • 26/05/15
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა