national delicacy

შეხვდით ახალ წელს სტამბულში!!!

  • ID: 47406
  • ნახვები: 8957
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/12/18
    დაბრუნება
    • 30/12/18
დამატებითი ინფორმაცია

???? გაუკეთე შენს თავს და საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი საჩუქარი

???? შეხვდი ახალ წელს ისე, როგორც არასდროს

????შეხვდით ახალ წელს სტამბოლში!!! ????

წამო ჩვენთან ერთად განსხვავებულ სტამბოლში პრინცის კუნძულებით და იზეიმე ახალი წელი გემზე, მარმარილოს ზღვაში????????????????

❗საახალწლო აქცია სტამბოლის 6 დღიან ტურზე პრინცის კუნძულებით!!!

???? პრინცის კუნძულები სტამბოლში, მარმარილოს ზღვაში მდებარეობს და ადალარის რაიონი ეწოდება. რაიონში ჯამში 9 კუნძული ერთიანდება, რომელთაგან ყველაზე დიდია  Buyukada, იგივე დიდი კუნძული.

????კუნძულამდე მისასვლელი ტრანსპორტი მხოლოდ გემია, კუნძულზე გადაადგილება კი მხოლოდ ეტლით, ველოსიპედით ან ფეხითაა შესაძლებელი.

???? ექვსდღიანი საახალწლო ტური სტამბოლი - პრინცის კუნძულებით მხოლოდ 445 ლარად 29-30-31 დეკემბერი - 1-2-3 იანვარი

#გასცდისაზღვრებს
#გამოგვყევიჩვენ

✔ღირებულებაში შედის:
????ტრანსპორტირება კომფორტული VIP მიკროავტობუსით
????4* Panorama Hotel Istanbul სტამბოლში
????სასტუმრო პრინცის კუნძულებზე
????საუზმე სასტუმროებში, შვედური მაგიდა
????შიდა ექსკურსიები
????გამყოლი
????ფოტოგადაღება

✔29 დეკემბერი, პირველი დღე: თბილისი ➡ სტამბოლი 1670 კმ.
????05:00 გასვლა თბილისიდან
????12:00 საზღვრის კვეთა
????13:30 გასვლა სტამბოლის მიმართულებით

✔30 დეკემბერი, მეორე დღე: სტამბოლი
????10:00 ჩასვლა სტამბოლში
????10:00 – 12:00 სასტუმროში განთავსება
????14:00 სტამბოლის ტური
????15:00 აია სოფია - თავდაპირველად ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია იყო, რომელიც ოსმალთა ბატონობის დროს მეჩეთად გადაკეთდა. ამჟამად კი – მუზეუმია. 55 მეტრის სიმაღლის გუმბათიანი ტაძარი ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად❗
მოიხსენიება. აქ ნახავთ მარიამ ღვთისმშობლის, მაცხოვრისა და ბიზანტიის მმართველთა მოზაიკურ ფრესკებს.
????16:30 ბაზილიკა ცისტერნა - ქალაქის დასავლურ ნაწილში, აია სოფიას სიახლოვეს
მდებარეობს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავი, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული. მესამე ასეთ თავს
არქეოლოგიის მუზეუმის ეზოში ვნახავთ. ეს ცისტერნა არის ღვთაებრივი, მისტიური
და საინტერესო! ადგილი სადაც შეგიძლია დიდხანს გაჩერდეთ, დატკბეთ მისი იდუმალებით და თვალი ადევნოთ სხვადასხვა სახეობის თევზების ცურვას.
????18:00 ლურჯი მეჩეთი (სულთან აჰმედის მეჩეთი) - აია სოფიას ტაძართან ახლოს
მდებარეობს. მას ლურჯი მეჩეთი ინტერიერში გამოყენებული ლურჯი ფილების გამო დაერქვა. სულთან აჰმედის ბრძანებით აშენებული მეჩეთი ისლამური არქიტექტურის
განუმეორებელი ნიმუშია. მის ოთხი მინარეთი და ათი აივანი აქვს. მეჩეთში დღემდე მიმდინარეობს ყოველდღიური ლოცვა, რომლის დროსაც იგი ვიზიტორებისთვის იკეტება. ლოდინი არც ისე ხანგრძლივია. მისი
სილამაზე კი დალოდებად ნამდვილად ღირს. ტაძარში შესვლისას ქალმა თავსაფარი უნდა დაიფაროს და შიშველი კანი დაფაროს. გაითვალისწინეთ, რომ შესვლამდე
ფეხზეც უნდა გაიხადოთ და ფეხსაცმელი სპეციალურ თაროზე შემოდოთ.
????20:00 დაბრუნება სასტუმროში

✔31 დეკემბერი, მესამე დღე: სტამბოლი
????08:30 საუზმე სასტუმროში
????09:00 გასვლა სასტუმროდან
????10:30 დოლმაბაჰჩეს სასახლე - ფრანგულ სტილის საიმპერატორო სასახლე. უმდიდრესი და წარმოუდგენელი სანახაობა. სამწუხაროდ ინტერიერის გადაღების უფლება არ გექნებათ❗
????12:30 საფეხმავლო მარშუტი თაქსიმის მოედნის მიმართულებით 1,2 კმ.
????13:20 თაქსიმის მოედანი - თაქსიმი სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია, სადაც უამრავი კაფე, რესტორანი და ცნობილი, წითელი, ტრამვაის ხაზი
გადის. სახელი თაქსიმი (ქართულად ‘განშტოება’) მას იმ მიზეზით ეწოდა, რომ აქედან ქალაქის მთვარი წყალგაყვანილობა სტამბოლის სხვა უბნებში ნაწილდებოდა. თავისუფალი დრო 40 წუთი.
????14:00 გავისეირნებთ ისტიკლალის გამზირზე, რომელიც მხოლოდ ფეხით
მოსიარულეთა ქუჩაა, სადაც უამრავი ბრენდული მაღაზია მდებარეობს.
????14:40 მოვინახულებთ ვენეციურ ნეო-გოთიკურ სტილში აშენებეულ წმ. ანტონის ეკლესიას. იგი სტამბულის ყველაზე მნიშნელოვანი კათოლიკური ეკლესიაა.
????15:15 საფეხმავლო მარშუტი 850 მეტრი. სტამბოლის ულამაზესი ვიწრო ქუჩების
გავლით ვესტუმრებით გალათას კოშკს.
16:00 გალათას კოშკი - სტამბოლის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ღირსშესანიშნავი
ადგილია. შუასაუკუნეების დროინდელი ქვის კოშკი 66.90 მეტრის
სიმაღლისაა, ცილინდრის ფორმა და კონუსის ფორმის სახურავი აქვს საიდანაც სტამბოლის ნახევარკუნძულის განსაცვიფრებელი ხედი იშლება. ზემოთ შეგიძლია
ლიფტით ახვიდეთ. აქ რესტორანიც არის თუ ლამაზი ხედის ფონზე სადილობას ან უბრალოდ თურქული ყავის დალევას მოინდომებთ.
????17:00 გალათას ხიდი და გალათას თევზის რესტორანი.
20:00 დაბრუნება სასტუმროში და დასვენება.
23:00 გასვლა გემით მარმარილოს ზღვაში და ახალი წლის შეხვედრა. (საახალწლო სუფრა და შოუ პროგრამა გემზე)

✔️ 1 იანვარი, მეოთხე დღე: სტამბოლი-პრინცის კუნძულები
07:30 საუზმე
08:00 გასვლა პორტში
09:00 გასვლა პრინცის კუნძულების მიმართულებით ბორანით
10:30 კუნძული ბუიუკადა
11:00 განთავსება ტრადიციული ტიპის სასტუმროში
12:00 ბუიუკადას ტური: ბიზანტიის იმპერიაში ამ კუნძულებზე ურჩ დიდებულებს და გადამდგარ მონარქებს ამწყვდევდნენ. კეტავდნენ მათ აქაურ მონასტრებში და  სამუდამოდ აშორებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. აქედან მოდის კუნძულების სახელიც - „პრინცის კუნძულები“. დღეს ეს ადგილი თურქი და სომეხი ოლიგარქების საზაფხულო კურორტია. არქიტექტურასაც ოტომანთა გავლენა უფრო ეტყობა, ვიდრე ბიზანტიის, მაგრამ სხვა მხრივ კუნძულებზე ბევრი არაფერი შეცვლილა. ისეთვე სიმშვიდეა, როგორც საუკუნეების წინ. ცივილიზაცია და ცხოვრების თანამედროვე რიტმი აქ თითქმის არ იგრძნობა. ხმელეთზე გადმოსვლისთანავე გაოცებული აღმოაჩენ, რომ კუნძულზე მანქანები არ დადიან. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ცხენებიანი ფაეტონით,  ველოსიპედით ან საკუთარი ფეხებით. სტამბულის ხმაურიანი ქუჩების, საცობების და გამონაბოლქვის შემდეგ ეს ადგილი ნამდვილ სამოთხედ მოგეჩვენება. 

✔2 იანვარი, მეხუთე დღე: სტამბოლი
????08:00 საუზმე სასტუმროში
????08:30 ბორაით დაბრუნება სტამბოლში
????11:30 თოფქაფის სასახლე - ათიათასობით ექსპონატით. განსაკუთრებულ ინტერესს
ოთხი დარბაზი იწვევს ოქროს ხმლებით, სულთნების ოქროს ტახტებით, სამკაულითა
და სხვა ძვირფასი ნივთებით. ერთ-ერთ დარბაზში თურქი არქეოლოგების მიერ
აღმოჩენილი 86-კარატიანი ბრილიანტი მოგჭრით თვალს, რომელიც მასზე მომცრო, 52-კარატიანი ბრილიანტის გვერდითაა გამოფენილი. ამ დარბაზებში ფოტო და ვიდეო
გადაღება აკრძალულია და დაცვაც გაძლიერებული ჰყავს.
????13:00 გრანდ ბაზარი - თურქული კოლორიტის სახე. სანელებლები, ხალიჩები, ნათურები და ტკბილეულობა ბაზრის 60% შეადგენს, ხოლო ბაზრის დანარჩენ ასორტს შეადგენს ოქრო,ტანსაცმელი, ჩაი და სუვენირები. აქ ორი ისტორიული
ბაზარი არის წარმოდგენილი: Grand Bazar და ეგვიპტის Spice Market. მიუხედავად გლობალიზაციისა, ის ძველი სული და ტრადიცია შეინარჩუნა ამ ორმა უდიდესმა და
გამორჩეულმა ბაზარმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვესტუმრებით. ეგვიპტურ ბაზარში თითქოს მთელი აზიის ეგზოტიკას მოუყრია თავი: რაჰათ-ლუქუმისა და
ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები, ფერად-ფერადი
ჩირები და ესენციები. ქალაქის ყველა კუთხის მაღაზიაში გამოფენილია კერამიკის ჭურჭელი და ფერადი შუშის მოზაიკით დამზადებული ლამფები და ჭაღები, ფარდაგები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულები,
აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგები. სტამბულის ნამდვილი მუზეუმია.
????15:30 სტამბულის აკვარიუმი - გრანდიოზული ნაგებობა ,რომელიც 2011 წელს გაიხსნა და გაოგნებულს ტოვებს ვიზიტორებს.
????18:00 გასვლა თბილისის მიმართულებით

✔3 იანვარი, მეექვსე დღე: ტრაპიზონი ➡ თბილისი
????11:00 ტრაპიზონი
????14:00 სარფი
????15:00 საზღვრის კვეთა
????23:00 დაბრუნება თბილისში

❌ღირებულებაში არ შედის:

✔მუზეუმების ბილეთები:
????აია სოფია - 40 ლირა
????ბაზილიკა ცისტერნა - 20 ლირა
????დოლმაბაჰჩე ჰარემი 40 ლირა, სასახლე 50 ლირა
????გალათას კოშკი 25 ლირა
????ბორანის ბილეთი ორივე გზა 15 ლირა
????თოფ ქაფის სასახლე: მუზეუმი 40 ლირა. სასახლე 25 ლირა.
????აკვარიუმი 85 ლირა. სტუდენტებზე 55 ლირა
???? საახალწლო ვახშამი გემზე

❗დამატებითი ინფორმაცია:
დროის ქონის შემთხვევაში ტურში მითითებულ ობიექტებს დაემატება სხვა ობიექტებიც.
❗თუ საკმარისი დრო გვქონდა თოფ ქაფის სასახლეს ვნახავთ პირველ დღეს.
პრინცის კუნძულებიდან მოვინახულებთ კუნძულ ბუიუკადას, დროის ქონის შემთხვევაში სხვა კუნძულსაც.
????საზღვრის კვეთა შესაძლებელია როგორც საზღვარგარეთის პასპორტით, ასევე აიდი ბარადით (მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე)❗
????2-3 საათში ერთხელ ვჩერდებით და ვისვენებთ. ასევე ვჩერდებით კვების ობიექტებთან, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან თქვენი საკვები მიირთვათ.
❌ტრანსპორტში აკრძალულია კვება, მოწევა და ალკოჰოლის მიღება
❌ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია ასევე შესვენების დროს.
????ტურში დაგეგმილ შიდა ექსკურსიებზე დასწრება სავალდებულო არ არის.
❗სამოძრაოდ მითითებულია დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ
არის გამორიცხული. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: საგზაო სამუშაოებით გამოწვეული
შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს.

❗❗ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში და ძალიან მალე გიპასუხებთ. ⏳

????შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ Veco Travel-ის გუნდი ????????????
-- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- -- --
რეგისტრაცია მიმდინარეობს:
ოპერატორი: 
598 44 79 59 მარიამი
595 49 16 35

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე445.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/12/18
    დაბრუნება
    • 30/12/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა