national delicacy

თურქეთი-სტამბული! 5 დღიანი საგზური 580 ლარიდან!

  • ID: 47120
  • ნახვები: 16610
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/01/19
    დაბრუნება
    • 17/01/19
დამატებითი ინფორმაცია

როგორ გავატაროთ 5 დღე სტამბოლში?
სტამბოლი - თურქეთის უდიდესი ქალაქია, მისი აღმოჩენა ყოველდღიურად შეგვიძლია, თუმცა 5 დღე სრულებით საკმარისია დასაწყისისთვის, რომ გაეცნო სტამბოლის საფუძვლებს და გაატარო დაუვიწყარი დღეები.

1 დღე - გასეირნება ნავით
პირველ დღეს უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება ძირეულად გაეცნოთ სტამბულს. ტურის დასაწყისში ნავით სეირნობისას უამრავი სტუმარი ჩამოვა ისტორიულ ღირსშესანიშნაობა სულთანაჰმედთან, ის ისეთივე პოპულარულია, როგორც ლურჯი მეჩეთი ან ტოპკაპი პალასი, მაგრამ უმჯობესია ისტორიული ცენტრიდან გამოხვიდეთ და სტამბულის დანარჩენი ნაწილი შეისწავლოთ. გაეცნოთ ხანგრძლივ ბოშური კრუიზს, რომელიც სტამბულს ვიზუალურად შეგასწავლით. ნავი პერიოდულად გააჩერებს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ ბოლო გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ -Anadoluhisar. დაათვალიეროთ პატარა ზღვისპირა დასახლება და მოინახულოთ უმშვენიერესი ისტორიული ციხე.

2 დღე - შევისწავლოთ სულთანაჰმედი 
კარგად რომ გავიგოთ რატომ სტუმრობენ სტამბულს ხშირად, საჭიროა შეისწავლოთ ძირითადი ტურისტული ადგილები. ტური იწყება სულთანაჰმედის მოედანზე და მოინახულეთ აია სოფია, ლურჯი მეჩეთი და ბაზილიკა ცისტერნა. სხვა ძირითადი ღირსშენიშნაობები მოიცავს ტოპკაპის სასახლეს და დიდ ბაზარს. თუ მუზეუმების გულშემატკივარი ხართ, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ არქეოლოგიის მუზეუმი, თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი. თუ ძველი ქალაქი არ გაგივლიათ მთელი დღის განმავლობაში, მაშინ ეწვიეთ განსაცვიფრებელ Chora-ს ეკლესიას და დააგემოვნეთ თურქული ნაციონალური საკვები სტამბულის ყველაზე ცნობილ რესტორან Asitane-ში.

3 დღე - გაეცანით ბეიოღლუს (Beyoğlu )
სტამბულის მთავარი ღირსშესანიშაობების გაცნობის შემდეგ, გადაკვეთეთ ხიდი გალათა (Galata) და გაეცანით ადგილმდებარეობებს. ექსკურსია დაიწყეთ ქუჩა Karaköy-თ სადაც შეხვდებით მაღაზიებს, კაფე-ბარებს და რესტორნებს. შემდეგ გააგრძელეთ გზა Tophane-თან რომელიც დატვირთულია მთელი გალერეით, გაყევით ქუჩა ,, Çukurcuma“ს, რომელიც ცნობილია მისი ბოჰემური ადგილმდებარეობით, შემდეგ გაისეირნეთ უცნაურ Istiklal-ის ქუჩაზე. ყურადღება გამახვილეთ გვერდით ქუჩებზე, რადგან აღმოაჩენთ რამდენიმე ისტორიულ ეკლესიას და ადგილს . Istiklal-ის ბოლოს შეგხვდებათ Galata-ს ქუჩაზე მდებარე ადგილობრივი დიზაინერის ბუტიკს , ასევე პერას ულამაზეს ნეოკლასიკურ შენობებს. დღის ბოლოს შეგიძლიათ სასტუმრო Adahan_ის რესტორნის ტერასადან გასაოცარი ქალაქის ხედით დატკბეთ.

4 დღე - აღმოაჩინეთ ბოსფორის სრუტე
უამრავი სტუმარი არ იცნობს ბოსფორის სრუტეს. თქვენ შეხვდებით ქალაქის ყველაზე მდიდარ სახლებს, რომელიც სანაპიროს გადაჰყურებს. შეგიძლიათ გამოტოვოთ საცობი და მიხვიდეთ მეტროთი გზა Etiler- ზე და ფეხით ქვემოთ მთაზე გაჩერდეთ ადგილ Bebek- ზე, დაგხვდებათ უამრავი ბუტიკები და კაფეები. ასევე დააგემოვნოთ კერძები შესანიშნავ თევზის რესტორანში. ულამაზეს ქუჩებთან ერთად, ასევე იხილავთ Bebek Badem Ezmesi, სადაც იპოვით ქალაქის საუკეთესო ნუშის და პისაჩაჩოს მარციპანს. აქედან, შეგიძლიათ გაისეირნოთ ბოსფორზე ეს აუცილებლად მოგეწონებათ, ასევე შეგხვდებათ ადგილმდებარეობა Arnavutköy, რომელიც საკმაოდ მოდური გახდა, მისი შესანიშნავი თევზის რესტორნებით და კოქტეილის ბარებით.

5 დღე - ეწვიეთ კუნძულებს
ყველაზე პოპულარული კუნძულია ბუიკადდა (Büyükada ) მალევე მიხვდებით, რომ მანქანები არ არის ნებადართული და ტრანსპორტირების ძირითადი ფორმა ველოსიპედი ან ცხენებია. დაიქირავეთ ველოსიპედი და შეისწავლეთ კუნძული - ბევრი ლამაზი ადგილით. თუ ამინდი საკმარისად თბილ აღმოჩნდა, დატკბით პლაჟით, პოპულარული კლუბებით და გაერთეთ. არის უფრო პატარა კუნძულიც ჰეიბელიადა (Heybeliada) ცნობილი ისტორიულ ბერძნული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სკოლით (ახლა დახურულია, მაგრამ მოქმედია ), ასევე ნახავთ ულამაზეს ძველ სახლებს და მრავალფეროვან თევზის რესტორანებს სანაპიროზე. Burgazada კიდევ უფრო პატარაა კუნძულია, განხვავებული, ლამაზი, ძველი სახლე
ბით, ფარული ეკლესიებით, პლაჟებით და რესტორანი Kalpazankaya_თი რომელსაც საოცარი ხედი აქვს ზღვაზე და მზის ჩასვლა საღამოს კიდევ უფრო გაგილამაზებთ.

გაატარე დაუვიწყარი 5 დღე სტამბულში!
მოგზაურობის პერიოდი: 13 იანვარი-17ინვარი
(4ღამე/5დღე)
__________________

Sultans Inn 3*- 580 ლარი
https://booki.ng/2OVcaYs

Divas Hotel 4*-620ლარი
https://booki.ng/2AeBNON

Dosso Dossi Hotels Downtown 5*- 880ლარი
https://booki.ng/2A91q3a
__________________

ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ფასში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი)
სასტუმროში განთავსება
საუზმე
__________________
ჩვენთან მუდამ სეზონია 
Good Travel - Tourism Company
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3​
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.GoodTravel.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე580.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/01/19
    დაბრუნება
    • 17/01/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა