national delicacy

3 დღიანი ტური ბაქოში (23,24,25 ნოემბერი)

  • ID: 46167
  • ნახვები: 4465
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 25/11/18
დამატებითი ინფორმაცია

23,24,25 ნოემბერს (პარასკევი - შაბათი - კვირა), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 3 დღიან ტურს ბაქოში.

 

ტურის განრიგი:

 

გასვლა 23 ნოემბერს (პარასკევს) - 01:00 საათზე. (ველოსიპედის ძეგლიდან, რედისონი)
10:00 საათზე - ჩასვლა ბაქოში, დაბინავება 4 * იან სასტუმროში, დასვენება.
სასტუმროდან გასვლა და ბაქოს დათვალიერება 14:00 სთ-დან. მოვინახულებთ:

 

✔ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს - მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები.
✔ ქალწული კოშკი - ბაქოს სავიზიტო ბარათი
✔ გასეირნება ძველ ქალაქში - სუვენირების ბაზრობა
✔ მინიატურული წიგნების მუზეუმი (ამ დროისთვის ფილიალის 12 დახლზე მსოფლიოს 31 ქვეყნის 1090 წიგნია წარმოდგენილი. )
✔ შირვანშაჰების სასახლე (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი)
✔ ნიზამის საფეხმავლო ქუჩა და ტრადიციული კერძების ფართო არჩევანი (თავისუფალი დრო 1, 30 საათი)
✔ 20:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

 

24 ნოემბერი (შაბათი) - მეორე დღე:

 

✔ 09:30 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ ხალიჩების ოთხსართულიანი მუზეუმი. (უძველესი ხალიჩები, რომელზეც სხვადასხვა ორნამენტები და ფიგურებია გამოსახული)
✔ პატარა ვენეცია (ბაქოს ბულვარის გამორჩეული ადგილი)
✔ გასეირნება ბულვარში (2 კმ )
✔ გასეირნება გემით კასპიის ზღვაზე
✔ სურვილის შემთხვევაში აზერბაიჯანული ჩაის, ტკბილეულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენა.
✔ 16:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო. 

 

25 ნოემბერი (კვირა) - მესამე დღე:

 

✔ 09:30 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ ბაქოს ცეცხლის ენის ფორმის ცნობილი კოშკები - აზერბაიჯანის სიმბოლო - პანორამული ხედები დედაქალაქზე.
✔ ნიზამის ქუჩა - ქალაქის ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი და ცენტრალური ქუჩა. (სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები და ა.შ.) - თავისუფალი დრო (2 საათი)
✔ 15:00 საათზე გამგზავრება გობუსტანის ეროვნულ ნაკრძალში. (კლდეზე გამოკვეთილი უძველესი გამოსახულებები, ძველი საცხოვრებლები და სხვა ობიექტები. შეტანილია იუნესკოს სიაში.)
✔ 17:15 საათზე გამომგზავრება საზღვრისკენ.
✔ საქართველოს საზღვრისკენ გზად მოვინახულებთ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის - განჯის ცენტრალურ პარკს, რომელიც უმშვენიერესი თაღებით არის გაფორმებული.
✔ 22:30 საათი - 23:30 საათი (სასაზღვრო პროცედურები)
✔ 00:30 საათზე - დაბრუნება თბილისში. (ველოსიპედის ძეგლთან)

 


ტურის ღირებულება გახლავთ 160 ლარი. ფასში შედის:

 

✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით ( 2 მძღოლი გვეყოლება)
✔ სასტუმრო ორი ღამით - https://www.booking.com/hotel/az/ariva.en-gb.html?
✔ საუზმე სასტუმროში 
✔ კვალიფიციური გიდი

 

ფასში არ შედის დარჩენილი კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება გემის ჩათვლით ჯამში შეადგენს 50 ლარს.

 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა 
----------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 25/11/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა