national delicacy

4 ბალტიის ქვეყანა ერთ ტურში

  • ID: 44326
  • ნახვები: 3225
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/09/18
    დაბრუნება
    • 31/12/18
დამატებითი ინფორმაცია

"Garula Travel" მოკლე ტურში გეპატიჟებათ ბალტიის ქვეყნებში სამოგზაუროდ.

რიგა, ტალინი,ჰელსინკიდასტოკჰოლმი

ეწვიეთ ერთ ტურში მოგზაურობისას ჩრდილოეთის 4 ქვეყნას!

აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მოგზაური და გაემგზავრეთ განსაკუთრებულ ტურში ლატვიის, ესტონეთის, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, გამოიცვალეთ რამდენიმე ხომალდი.

გაემგზავრეთ ჰელსინკის მიმართულებით ტალინიდან კომფორტული ბორნით -   Star. ჰელსინკში ეწვიეთ ტურისტების საყვარელ ადგილებს, ან შეადგინეთ საკუთარი მარშრუტი, ხოლო შემდეგ საკუთარი გზა განაგრძეთ გემების SiljaSymphony-ით, ან Silja Serenade-თი, რომელთა პრომენადებითაც თქვენ მოხიბლულნი დარჩებით. ბოლოს, საკუთარი მეფური შარმით სტოკჰოლმი და შვედეთის ბუნება გაგაოცებთ. სამი ქვეყნის დათვალიერების შემდეგ გემებით - Isabelle, ან Romantika ეწვევით ქალაქ რიგას და შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ლატვიის ულამაზეს დედაქალაქს და მის ღირშესანიშნაობებს.

კოდი: RIXKRU2217

ტურის ხანგრძლივობა:5 დღე / 4 ღამე

გაყიდვა: 13.08.2018

თარიღები:  01.09.20.12.2018

ტურის პროგრამა:

1 დღე

დახვედრა რიგის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. მიმოხილვითი ექსკურსია ძველ რიგაში: თქვენ ნახავთ ციხესიმაგრის კედლებს, კოშკებსა და მოედანს, კონვენტის ეზოსა და პეტრეს, წმინდა ეკაბას ტაძარს, შავთავიანთა ტაძარს, შუა საუკუნეების სახლებსა და ამბარებს, ბასტიონის გორაკს, ცნობილ დომისა და სამი ძის ტაძრებს, შვედურ თაღს და სხვა მრავალს! შესაძლებლობა გექნებათ გაისეირნოთ ძველი რიგის ვიწრო ქუჩებში, სადაც ჯერ კიდევ ისმის საუკუნეების ისტორიის ეხო, დასხდეთ პატარა კაფეში და დააგემოვნოთ ცნობილი რიგის ბალზამი, ყავითა და შოკოლადით. თავისუფალი საღამო. ღამე, რიგის სასტუმროში.  

2 დღე

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ტალინში «LuxExpress»-ის ავტობუსით. ტრანსფერი სასტუმროში. საფეხმავლო ექსკურსია ძველ ტალინში - „Vana Tallinn“, რომელიც გაჯერებულია შუასაუკუნებრივი ატმოსფეროთი. ვირუს ქუჩა და თაღი, რატუშის მოედანი, დომის გორაკი, ნიგულისტეს ეკლესია, შავთავიანთა ტაძარი, ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული ქალაქის პანორმა - ძველი ქალაქის მთელი ბრწყინვალება, ხელის გულზეა გადაშლილი. თავისუფალი დრო. ღამისთევა ტალინის სასტუმროში.

3 დღე

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი პორტში. 10:30 – 12:30 ბორანი (M/S «Star»)ტალინი - ჰელსინკი. თავისუფალი დრო ჰელსინკში, ან ექსკურსია ქალაქში (დამატებით გადახდის შემთხვევაში). პორტში, სტოკჰოლმის კრუიზზე რეგისტრაცია. 17:00 გემი - (M/S «Silja Symphony» или «Silja Serenade») გადის პორტიდან. გემის დათვალიერება, მეგობრებთან ერთად ფოტოების გადაღება - ფანტასტიური მოგზაურობის სამახსოვროდ. Tallink-ის ბორნები - ეს, გართობის მთელი ცენტრებია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბალტიის ზღვაზე მოგზაურობისას, დატკბეთ დავიწყარი დღეებით. თქვენ, გელით ცეკვები ცოცხალი, პოპულარული და კლუბური ჰიტების მუსიკის ქვეშ. საინტერესო - გასართობი პროგრამა თვენს განკარგულებაშია. საღამოთი ვახშამი (შვედური მაგიდა - დამატებით გადახდისას). გაერთეთ კარაოკეთი, იცეკვეთ ცოცხალ მუსიკაზე, ან დისკოტეკაზე და დატკბით გრანდიოზული შოუ-პროგრამით. ღამისთევა ბორანზე.

4 დღე

09:45 სტოკჰოლმში ჩასვლა. საუზმე (შვედური მაგიდა - დამატებით გადახდისას).

მთელი დღე სტოკჰოლმში. თავისუფალი დრო, ან 11:00 სამ საათიანი ექსკურსია სტოკჰოლმში (1 ადამიანზე - 20 ევროს დამატებითი გადახდის შემთხვევაში). პირველი ორი საათი ექსკურსია, ჩატარდება ავტობუსით, გაჩერებებით ფოტოგრაფირებისთვის: ექსკლუსიური რაიონი Sjodermalm, სამეფო დრამატული თეატრი, Sergeltorg-ისა და Gustava Adolfa-ის მოედანი,  Stockholm City, სამეფო ოპერა, ქალაქის რატუშა, Westernbron, Sjodermalm - ხიდი, ქალაქზე გადმოსახედი ზღვის დონიდან 56 მეტრ სიმაღლეზე - "Fjalgatan", შლუზები, რაინდთა კუნძული, რაინდთა ტაძარი, შვედ მეფეთა განსასვენებელი, სამეფო ბაღები. შემდეგ, 1 საათიანი საფეხმავლო ექსკურსია ძველ ქალაქში - "Gamla Stan": სამეფო სასახლე, Storkyrkan, ფინური ეკელესია, პატარა რკინის ბიჭუნა, Stortorget, მღვდლების ქუჩა, გერმანული ეკლესია,  სტოკჰოლმის ყველაზე ვიწრო ქუჩა, რკინის მოედანი…. ექსკურსია მთავრდება ძველ ქალაქში, დაახლოვებით 14:00 სთ. თავისუფალი დრო. რეგისტრაცია პორტში რიგის კრუიზზე. გემი (M/S «Romantika», ან «Isabelle»), პორტიდან გადის 17:00 სთ-ზე. საღამოთი ვახშამი (შვედური მაგიდა - დამატებით გადახდისას). თქვენ, გემზე ისევ გელით გასართობი პროგრამა. ღამისთევა ბორანზე.

5 დღე

11:00 რიგაში ჩასვლა. საუზმე (შვედური მაგიდა - დამატებით გადახდისას). თავისუფალი დრო. აეროპორტში დამოუკიდებლად გამგზავრება, ან ტრანსფერი, დამატებითი გადახდის შემთხვევაში.

01.10. – 20.12.2018

სასტუმროები რიგასა და ტალინში

SGL DBL/TWIN TRPL

დიდები ბავშვები 12 წლამდე

სასტუმრო 3*, В კლასის კაიუტა 450 235 110 80

სასტუმრო 4*, А კლასის კაიუტა 555 290 150 80

დამატებითი ღამე რიგაში სასტუმრო 3* 39 22 20 15

სასტუმრო 4* 57 31 21 15 

 

01.09. – 30.09.2018

სასტუმროები რიგასა და ტალინში

SGL DBL/TWIN TRPL

დიდები ბავშვები 12 წლამდე

სასტუმრო 3*, В კლასის კაიუტა 490 265 110 80

სასტუმრო4*,А კლასის კაიუტა 575 310 150 80

დამატებითი ღამე რიგაში სასტუმრო 3* 60 33 20 15

სასტუმრო 4* 72 40 21 15 

ტურის სავარაუდო ფასითბილისიდან: DBL/TWIN-BB – 1950 ლარი

 

 

 

 

ფასში შედის:

ü  დახვედრა და სასტუმროში ტრანსფერი;

ü  პროგრამით გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურება;

ü  1 ღამე რიგის სასტუმროში

ü  1 ღამე ტალინის სასტუმროში

ü  ბილეთი ბორანზე: ტალინი-ჰელსინკი;

ü  2 ღამე ბორანზე: ჰელსინკი - სტოკჰოლმი - რიგა, A და B კლასის კაიუტებში;

ü  2 საუზმე;

ü  მიმოხილვითი ექსკურსიები რიგასა და ტალინში.

ü  სავარაუდო ფასში, თბილისი-რიგა-თბილისი, ფრენის ღირებულება გათვალისწინებულია.

 

დამატებით გადახდას ექვემდებარება:

ü  ვახშამი (შვედური მაგიდა ბორანზე) – 38.50 EUR; ჰელსინკი - სტოკჰოლმი / 33 EUR - სტოკჰოლმი - რიგა;

ü  საუზმე (შვედური მაგიდა ბორანზე) – 11.50 EUR; ჰელსინკი - სტოკჰოლმი / 10.50 EUR - სტოკჰოლმი - რიგა;

ü  ექსკურსია ჰელსინკში (რუსულ ენაზე) – 40 EUR;

ü  ექსკურსია სტოკჰოლმში (რუსულ ენაზე) – 20 EUR;

ü  ტრანსფერი: რიგის სამგზავრო  პორტი - აეროპორტი - 25 EUR (მანქანით 1-3 ადამიანი);

ü  მომსახურების საკომისიო. 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 950.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/09/18
    დაბრუნება
    • 31/12/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა