national delicacy

კანადის სავიზო სერვისი

  • ID: 40776
  • ნახვები: 6797
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/18
    დაბრუნება
    • 15/07/18
დამატებითი ინფორმაცია

კანადის ვიზაზე შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის მეშვეობით და გადააგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია ონლაინ რეჟიმში.

 

ვიზაჯორჯიას ვიზა-ცენტრი მდებარებოს:

თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175. 
ქოლცენტრი: +995 32 205 01 10
ელ. ფოსტა: info@visageorgia.ge

 

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმში?

კანადის სახელმწიფოს არ გააცნია საქართველოში საკონსულო განყოფილება, რის გამოც საქართველოს მოქალაეებს ვიზით უზრუნველყოფს კანადის საელჩოს საკონსულო განყოფილება ანკარაში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გამოცხადდეს ანკარაში არსებულ საკონსულოში და გააკეთოს განაცხადი ვიზაზე. ალტერნატიული ვარიანტია - განაცხადი გააკეტოთ ონლაინ. ანუ ყველა საჭირო დოკუმენტებს სპეციალური არხის საშუალებით გადაგზავნით საკონსულოში და დაელოდებით საკონსულოს გადაწყვეტილებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში საფოსტო სერვისის საშუალებით გადავაგზავნით თქვენს ორიგინალ პასპორტს საკონსულოში და რამოდენიმე დღეში (როგორც წესი 3-4 დღეში) მიიღებთ ვიზიან პასპორტს უკან.

რა საბუთები მჭირდება კანადაში სამოგზაუროდ?

ვიზის მიღებისათვის ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე ძველი ვიზიანი პასპორტ(ებ)ი;

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 4 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

  • საკრედიტო ბარათი საკონსულო მოსაკრებლის გადახდისათვის (ტურისტული ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 100 კანადურ დოლარს - დაახლოებით 180 ლარი).

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, ასევე ვიზის კატეგორიის მიხედვით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება და რას მოიცავს იგი?

ვიზიტორის ვიზაზე კანადის საკონსულოში განაცხადის საფასური შეადგენს 100 კანადურ დოლარს. ხოლო ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის სრული სავიზო მომსახურება შეადგენს 190 ლარს. 

ვიზაცენტრის მომსახურების საფასური მოიცავს:

  • სააპლიკაციო ფორმის მომზადება;

  • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება;

  • ტურისტული პაკეტის შედგენა;

  • სამოგზაურო დაღვევა;

  • ბიომეტრული ფოტო;

  • სამოტივაციო წერილის მომზადება;  

  • კონსულტაცია;

  • მთლიანი სავიზო პაკეტის გადაგზავნა ანკარაში.

გაითვალისწინეთ, ვიზაზე უარის შემთხვევაში საკონსულოს მოსაკრებლის და სავიზო მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტულად რომელიმე აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს ცალსახადაა დამოკიდეული თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება, რაც ცალსახად ზრის ვიზის მიღების შანსს.

 

რა ვიზებზე შემიძლია გავაკეთო განაცხადი?

დისტანციურ რეჟიმში სავიზო განაცხადი შეიძლიათ გააკეთოთ ტურისტულ ვიზაზე, კერძო ვიზიტორის ვიზაზე, საქმიანი და სასწავლო ვიზებზე. სხვა დანარჩენი ვიზის კატეგორიებზე საჭიროა საკონსულოში პირადად გამოცხადება.

ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე და მესამე პირს არ შეუძლია ჩაერიოს ამ პროცესში. თუმცა ჩვენი ვიზა-ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.

​​

რა ვადებში ხდება კანადის ვიზიტორის ვიზის გაცემა?

დოკუმეტების გადაგზავნის და საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის შემდეგ საბუთების განხილვა ხდება უმეტეს შემთხვევაში ერთი კვირის ვადაში, თუმცა ინსტრუქციების მიხედვით, ცალკეულ შემთხვევბში, შესაძლებელია განხილვის პერიოდი მეტი ხნითაც გაგრძლედეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენს ორიგინალ პასპორტს გადავაგზავნით ანკარაში კანადის საკონსულოში და პასპორტს მიიღებთ 3-4 სამუშაო დღეში.

სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?

ვიზაჯორჯიას ვიზა-ცენტრი მდებარებოს:

თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175. 
ქოლცენტრი: +995 32 205 01 10
ელ. ფოსტა: info@visageorgia.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე190.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/18
    დაბრუნება
    • 15/07/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა