national delicacy

შპიცბერგენი

  • ID: 39780
  • ნახვები: 3479
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/03/18
    დაბრუნება
    • 23/08/18
დამატებითი ინფორმაცია

შპიცბერგენი ჩრდილოეთ პოლუსი აგვისტოს 10 დღე საოცრებაში <3

დაავადდე მოგზაურობით, ეს ნიშნავს ვერასოდეს განიკურნო მისგან, მოგზაურობდე ეს ნიშნავს ვითარდებოდე და იზრდებოდე ყოველი ახალი სანახაობის შემდეგ!
შეხედე ამ სამყაროს, ის უფრო მეტად დაუჯერებელია, ვიდრე შენი აუხდენელი სიზმრები.....
ჩვენ ვმოგზაურობთ არა იმისთვის რომ ცხოვრებას გავექცეთ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება არ გაგვექცეს და გვახსოვს რომ ადამიანები კი არ ქმნიან მოგზაურობას არამედ მოგზაურობა ქმნის ადამიანებს ....
13-14-15-16-17-18-19-20-21-22-23 აგვისტო ცხელი ზაფხულის მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსზე <3
ჩაფრენა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ...
ორ დღეს დავყოფთ ოსლოში. დავათვალიერებთ ამ ულამაზეს ქალაქს და შემდეგ მოვემზადებით გასამგზავრებლად <3
მესამე დღეს გავემგზავრებით ჩრდილოეთის პატარა ქალაქ ტრომსოში საიდანაც ფრენა გვექნება შპიცბერგენის პატარა დასახლებაში რომელსაც ქვია "ლონგირეში" და ასევე არის შპიცბერგენის არქიპელაგის დედაქალაქი
აქედან კი ჩვენი თავგადასავალი იწყება :
მოგზაურობა შპიცბერგენში - ეს ყველაზე უჩვეულო რამეა, რაც შეიძლება თავს გადაგხდეთ. არ გჯერათ? მაშინ უბრალოდ წარმოიდგინეთ : არქტიკა, გრელანდიის ზღვა, მთები, მყინვარები, ჩანჩქერები, ტბები და უსასრულო ხეობები... ჩრდილოეთის ირმები, მელიები, ვეშაპები და პოლარული დათვები, ამ ადგილებში ადამიანზე მეტი თეთრი პო;არული დათვია... და ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ მათთვის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში!
ტრომსოდან ჩავფრინდებით ლონგირეში, საიდანაც გავემართებით პორტისკენ, სადაც მოვემზადებით- ჩავიცვამთ ადგილის შესაბამისად (თბილად) და ავიღებთ საჭირო აღჭურვილობას. ამის შემდეგ საზღვაო ტრანსპორტით გავემართებით ბარენცბურგისკენ. (დაახლოებით 50 კმ) გზად თქვენ დაინახავთ თვალწარმტაც, კლდოვან ნაპირებს, რომელიც მოსახლეობამ 60-იან წლებში მიატოვა. 1,5-2 საათის შემდეგ ვიქნებით გრონფორდში, აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც 90 წლის წინათ ჰოლანდიური წარმოშობის ხალხმა შექმნა დასახლება ბარენცბურგი. კარგ ამინდში აქ შეიძლება ნახოთ დელფინები, ვეშაპები და კახტაკები (ზღვის კურდღელი ) ბარენცბურგში ჩასულები ვისადილებთ და განვთავსდებით სასტუმროში.
ტრეკინგი ჩანჩქერებთან და ქალაქის დათვალიერება. საუზმის შემდეგ გავემართებით პორტისკენ, საიდანაც კატერით მივალთ ჩანჩქერებთან. მდინარე ბრაიდაზე. ზღვით გადაადგილება არ იქნება ხანგრძლივი, ჩანჩქერებთან გასეირნებას დაჭირდება დაახლოებით 4 საათი. ბარენცბურგში დაბრუნების შემდეგ ვისადილებთ და გავემართებით ადგილობრივი, ისტორიული მუზეუმისკენ. სადაც ნახავთ პომორული კულტურის უნიკალურ კოლექციას. შემდეგ ავალთ უახლოეს მთა ოლაფზე, საიდანაც დავტკბებით ბარენცბურგის პანორამით.
გავემართებით გრენფორდის საპირისპირო მიმართულებით, კონცხ კოკერინესეტეზე. სადაც მეთვრამეტე საუკუნეში მდებარეობდა პომორული დასახლება. იქნება ბევრი გაჩერება და ფოტოგადაღებები ყველაზე საინტერესო ადგილებთან. ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ, გავემართებით კანიონისკენ, უნიკალურ კარსტულ ტბაზე, გავისეირნებთ მის ხეობაში. ეს ის ადგილებია სადაც ცნობილმა პომორმა, ივან სტაროსტინმა გაატარა 39 ზამთარი და მოხსნა მსოფლიო რეკორდი. ამინდის შესაბამისად შესაძლებელი იქნება პიკნიკის მოწყობა. შემდეგ საექსპედიოციო ნავით დავბრუნდებით ბარენცბურგში. საღამოს დავაგემოვნებთ მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ლუდსახარშში დამზადებულ ლუდს-"წითელი დათვი"
შემდეგ იწყება მოგზაურობა მყინვარებთან და ზღვის ცხოველებთან:))) ბარენცბურგი-იმერბუკტა-ბუხტა ტრიუგხამნა. იმერბუკტის ყველაზე მიმზიდველი მხარე ის ადგილია,სადაც მდებარეობს მყინვარი ესმარკი, რომელიც გადაჭიმულია 15 კმ-ზე. ბუხტა ტრიუბხამში ვნახავთ მეთვრამეტე საუკუნის პომორული მოსახლეობის ნასახლარებს, ხოლო მთა ალხორნზე ფრინველების ბაზარს. შემდეგ გავემართებით შპიცბერნენის დასავლეთ სანაპიროს სკვერში, სადაც შესაძლებელი იქნება ცხოველების ნახვა. გადავალთ კონცხ ლინეაზე სადაც არის ვეშაპის უზარმაზარი თავის ქალა. აქვე შეგიძლიათ კაფეში წახემსებაც.
დილით ჩავალაგებთ ჩანთებს და დავტოვებთ ბარენცბურგს. მივემგზავრებით საზღვაო ნავებით, სანაპიროს გასწვრივ და ვნახავთ დაკონსერვებულ კოლსბის დასახლებას. აქვეა პატარა სახლი ცნობილი რუსი პოლარული მკვლევარის - ვლადიმირ რუსანოვის და ვიწრო საგზაო ლიანდაგი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება. ეს ყოველივე მხოლოდ 5 კმ-ია. გეზს ვიღებთ ადვენტფორდისკენ და ნახევარ საათში ვიქნებით ლონგირეში, საიდანაც დავიწყეთ წარმოუდგენელი მოგზაურობა!

რჩევები: 
1 - თან ვიქონიოთ ნასამართლეობის ცნობა, ოსლოში გავაკეთებთ მის თარგმანს , ის დაგვჭირდება შპიცბერგენზე (ქალაქგარეთ გასვლა რეკომენდებულია იარაღით, რომელსაც ვიქირავებთ ადგილზე, და ამისთვის საჭიროა ნასამართლეობის ცნობა)
2 - ვალუტის გადაცვლა ხდება ოსლოში (კრონა, რუსული რუბლი)
3 - სასურველია გვქონდეს საკუთარი თერმო ტანსაცმელი
-----------------------------------------------------
მოგზაურობის ღირებულება შეადგენს 1450 ევროს
ღირებულებაში შედის:
* ფრენა ყველა გზა
* ყველა სასტუმრო
* კვება სასტუმროში
* სამოგზაურო დაზღვევა
* შიდა მოგზაურობა შპიცბერგენზე
------------------------------------------------
ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში
ფასები განახლებადია.
------------------------------------------------
თამამად გადადგი ნაბიჯი მოგზაურობისკენ - გზას ჩვენ გიჩვენებთ!
-------------------------------------------------------------
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
*  
*  
*
*
------------------------------------------
ან გვესტუმრეთ შემდეგ მისამართზე: ხილიანის N25
----------------------------------------------------
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ <3 <3

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/03/18
    დაბრუნება
    • 23/08/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა