national delicacy

ყარსი-ანისი,65 ლარად

  • ID: 39740
  • ნახვები: 9297
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
დამატებითი ინფორმაცია

???? 15 აპრილს(კვირა), "ჯეო მეგზური" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თურქეთში,სადაც მოვინახულებთ ანისის ისტორიულ ნაქალაქარს და ქალაქ ყარსს ????️????️????️

????ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - 961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას.
1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართესსაქართველოს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.

????ყარსი - ქალაქი ყარსი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეკუთვნოდა. ყარსის ქართული ისტორიული სახელი კარი იყო. XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილი ჰყავდა მანამ სანამ, 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა.

????გზად გავივლით ჩილდირის(ჩრდილის) ტბასაც

????ტურის ღირებულება 65 ლარი
????ღირებულებაში შედის:1. ტრანსპორტირება 2.გამყოლი 3.ფოტოგადაღება
????კვება (მიგვაქვს ინდივიდუალურად)
ანისში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 8 ლირა

????გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან ID ბარათი 

☑️გასვლა:თბილისი ცენტრალიდან(M სადგურის მოედანი,რკინიგზის სადგურის ამოსასვლელი) 03:00 საათზე
☑️დაბრუნება,თბილისის ცენტრალთან 23:30

☎️ტურზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით,ტელ:598 71 69 66 ლევანი;
????ან მოგვწერეთ,ჩვენს ფეისბუქის გვერდზე:
https://www.facebook.com/ჯეო-მეგზური-292438990953148/

???? ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
???? დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
???? დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
???? ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
???? ტურის ღირებულებას ვრიცხავთ წინასწარ,ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება,ტური რომ არ ჩაიშშალოს
???? ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 15 წუთი
???? ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე65.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა