national delicacy

ოთხდღიანი ტურები გერმანია

  • ID: 39693
  • ნახვები: 5263
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/18
    დაბრუნება
    • 30/04/18
დამატებითი ინფორმაცია

ტუურები  გერმანია-ავსტრიის მიმართულებით !!!

31 მარტი 1-2-3 აპრილი ????????????

28-29-30 აპრილი 1მაისი 

დაგვემგზავრეთ სასიამოვნო მოგზაურობა გელოდებათ ????????????

ეს ის თავგადასავალია, რომელიც თავს უნდა გადაგხდეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ♥

ეს არის მოგზაურობა, რომელიც გაიძულებს უარი თქვა მოსაწყენ ყოველდღიურობაზე და გზა გაიხსნა მსოფლიოს აღმოჩენებისკენ ....

გამოგვყევი და გახდი საკუთარი მოგზაურობის კოლექციონერი ♥

...მიუნხენი (გერმანია) + ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმანია) + ჰალშტატი (ავსტრია)

1150 ლარად ოქროს მარშუტი და შენი დაუვიწყარი შესაძლებლობა რომელიც უნდა გამოიყენო ♥ ♥

28 -29 -30 აპრილი 1 მაისი :

მიუნხენი + ნოიშვანშტაინის სასახლე + ჰალშტატი (ავსტრია)

31 მარტი 1-2-3 აპრილი, სრული პაკეტი 1150 ლარი ქართულენოვანი გიდის თანხლებით.

ტურის აღწერა:

31 მარტს შეკრება ქუთაისის აეროპორტში 17:30 საათზე
ჩაფრენა მემინგემში 20:40 საათზე ტრანფერი მიუნხენის სასტუმროში

1 აპრილი:

დილიდან ვიწყებთ მიუნხენის მონახულებას :

”ცხოვრების სიმძიმისგან ნახევრად დაზოგილია, ვინც მიუნხენში ცხოვრობს”. ბავარიელი პოეტის ეუგენ როთის ეს გამონათქვამი მშვენივრად ასახავს მიუნხენურ ცხოვრების სტილს. ტურისტებისთვის საყვარელი და ბევრი გერმანელისთვის სასურველი ადგილი არის მიუნხენი. ფართე გამზირები, ბაროკოს სტილის ფასადები ქალაქს სიმდიდრეს და ელეგანტურობას სძენს.

უდიდეს ამჟამად თანამედროვე ქალაქს არასოდეს დაუკარგავს ძველებური პატარა ქალაქის შარმი. მიუნხენი გამორჩეულია უამრავი ლუდის ბაღებით და ლუდხანებით, სადაც მუდამ უხვსტუმრიანობაა.

მიუნხენში სანახავი ობიექტები კი ასე დავალაგეთ:

ქალაქის მონახულებას ულამაზესი ინგლისური ბაღით დავიწყებთ:

1) ინგლისური ბაღი
ინგლისური ბაღი არის უდიდესი მსოფლიოს ქალაქებში არსებულ ბაღებს შორის.

2) ბავარია :
დასავლეთ ნაწილში არის პანთეონი, სადაც აღმართულია 18 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება. ბავარიის მფარველი ქალის სიმბოლური გამოსახულება არის 18 მ. სიმაღლის ბრინჯაოს ქანაკება. ხვეული კიბით შესაძლებელია ქანდაკების შიდა სივრცეში ასვლა. აქედან მშვენიერი ხედია ტერეზიის მინდოზე და ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე.

3) მიუნხენის საკათედრო ტაძარი Frauenkirche:

ტაძარი შორიდან თვალშისაცემი გუმბათით მიუნხენის სიმბოლოდ იქცა. შთამბეჭდავია ორი 99 მეტრიანი გუმბათიანი კოშკი. სამხრეთის კოშკზე ასვლაც შესაძლებელია. აქედან ქალაქის და ალპების ხედით დატკბობა შეიძლება.

4) გერმანული მუზეუმი :

გერმანული მუზეუმს იზარზე განლაგებულ მუზეუმების კუნძულზე ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს გერმანიაში. ის 1903 წელს დაარსდა ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკური მიღწევების გამოსაფენად. ათწლეულების მანძილზე მუზეუმს ახალი განყოფილებები შეემატა. მათ შორის არის ექსპონატები ტრანსპორტის, ფიზიკის, ენერგეტიკის, კომუნიკაციის სფეროებიდან.

5) ძველი პეტერი:

წმიდა პეტრეს ტაძარი მიუნხენის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქალაქის უძველესი სამრევლო ტაძარია, რის გამოც ხალხმა მას სიყვარულით ”ძველი პეტერი” შეარქვა. ტაძარი ძველი ქალაქის შემაღლებულ ადგილას, პეტერის მთაზეა აღმართული.

6) ახალი რატუშა
ახალი რატუშა აგებულია ფლანდრიული ნიმუშის მიხედვით. შთამბეჭდავი და განთქმულია ზარების რეკვა რატუშის კოშკზე. ეს დღეში სამჯერ ხდება: 11, 12 და 17 საათზე. მიუნხენზე მშვენიერი ხედი აქვს 85 მ.სიმაღლის კოშკს. კოშკზე წვერზე დგას მიუნხენის კინდლი - პატარა ბერი, რომელიც მიუნხენის დაარსების დროს გვაგონებს.

7) ნიმფენბურგის სასახლე :

ნიმფენბურგის სასახლე მიუნხენის აღმოსავლეთით მდებარეობს და ევროპის უდიდეს სამეფო სასახლეებს შორისაა. ის მიუნხენის უაღრესად მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ბაროკოს სტილის საუცხოო სასახლე ულამაზესი ბაღებით იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. მიუნხენის მოსახლეობისთვისაც ის საყვარელი ადგილია.

8) ალიანც არენა - მიუნხენის ფეხბურთის ტაძარი:

მიუნხენის ალიანც არენა არის ფეხბურთის სტადიონი ქალაქის ჩრდილოეთით. სტადიონზე 69.901 მაყურებელი ნაწილდება სამ რიგზე, რომელიც მთლიანად გადახურულია. ქვედა რიგები ძალიან ახლოსაა სათამაშო მოედანთან.

8) ზოოპარკი Hellabrunn :

მიუნხენის ზოოპარკი დაარსდა 1911 წელს, როგორც პირველი გეო-ზოოპარკი მსოფლიოში. წლის ყოველ სეზონზე ზოოპარკი გვთავაზობს შთამბეჭდავ სანახაობას. ცხოველები აქ თავს მშვენივრად გრძნობენ. მნახველები ათვალიერებენ ცხოველებს ხელისშემშლელი გალიების და ბარიერების გარეშე.

დამღლელი დღის ბოლოს კი გერმანული ლუდის სახლს შევაფარებთ თავს არჩევანი მიუნხენის ცენტრში დიდია ასე რომ ეს საერთო აზრის გათვალისწინებით დაიგეგმება ♥

2 აპრილს დილით ადრე ვდგებით და ავსტრიისკენ ულამაზესი ჰალშტატის სანახავად გავემგზავრებით ♥
3 საათიანი გზის ბოლოს ულამაზესი სანახაობის მნახველი გავხდებით, მთელ დღეს აქ გავატარებთ ეს არის ზღაპრული ლოკაცია რომლის უნახავაობა არ შეიძლება ...

ჰალშტატი რომელსაც ავსტრიის მარგალიტსაც უწოდებენ იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული და აქ ყველაფერი ისტორიაააა რომელიც საოცრად აცოცხლებს შენს წინ აქაურ ყოფას ასევე მოდერნიზმის და წარსულის შერწყმის სამაგალითო ნიმუშცაა ♥

ჰალშტატი ზემო ავსტრიაში, ზალცკამერგუტის რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს, ჰალშტატის ტბის ახლოს. სოფელი შორსაა თანამედროვე მაგისტრალებისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის წელიწადში ათასობით ტურისტი მიიღოს. ჰალშტატი ეროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი მარილის საბადოც, სადაც მარილს უკვე 3000 წელია, რაც მოიპოვებენ, მოსახლეობა კი სულ 1000 კაცია

ჩვენ აქ სრული დღე გვაქვს განტვირთვისა და დასვენებისთვის აქვე გვაქვს პატარა მყუდრო სასტუმრო სადაც ძალიან სასიამოვნოდ გამოვიძინებთ, ასევე შეგვიძლია ვისეირნოთ ულამაზესი ტბის მიმდებარედ და უამრავი დასამახსოვრებელი ფოტოც წამოვიღოთ ♥

3 აპრილს დილით ადრე გავიღვიძებთ და ჩვენი ტრანსპორტი ნოიშვანშტაინის სასახლისკენ წაგვიყვანს :

ბავარიის მეფის, ლუდვიგ მეორის ფანტაზიის ნაყოფი, ნოიშვანშტაინის სასახლე შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა.

ნოიშვანშტაინის სასახლე გერმანიაში, ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან, სოფელ ფიუსენში, კლდის წვერზე მდებარეობს. შუა საუკუნეებში აქ ორი ციხესიმაგრე იდგა. ლუდვიგი ტახტზე1864წელს ავიდა და მაშინვე ბრძანა სამშენებლო პროექტი წამოეწყოთ.

ლუდვიგმა 172დღე იცხოვრა თავის სასახლეში. 1886წლის 9ივნისს იგი ფსიქიკურ ავადმყოფად გამოაცხადეს. რამდენიმე დღეში ლუდვიგი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. მალევე ნოიშვანშტაინის სასახლე საზოგადოებისთვის გახსნეს. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმის ეს თვალსაჩინო ნიმუში იქცა დისნეის მულტფილმის“ “მძინარე მზეთუნახავის" კოშკის შთაგონების წყაროდ. ყოველწლიურად სასახლე საშუალოდ 1, 3მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

დღის დიდ ნაწილს სასახლის თვალიერებაში და მის მიმდებარეთ ულამაზესი ხედებით ტკბობაში გავატარებთ და დავბრუნდებით ქალაქ მემინგემის აეროპორტში დავბრუნდებით და მოვემზადებით ფრენისთვის ♥

საღამოს ფრენა ქუთაისი აეროპორტის მიმართულებით ....
-----------------------------------------
მოგზაურობის ღირებულება 1150 ლარი
-----------

ღირებულებაში შედის :

* ავიაბილეთეთი ორი გზა ქუთაისი მემინგენი - მემინგენი ქუთაისი

* სასტუმრო 3 ღამე

* შიდა ტრანსპორტირება ქართულენოვანი გამყოლი გიდის თანხლებით
-------------------------------------------------------

ღირებულებაში არ შედის :

* კვება

* მუზეუმების მოსაკრებლები
---------------------------------------------
ფასები განახლებადია 
------------------------------------------------------

თამამად გადადგი ნაბიჯი მოგზაურობისკენ - გზას ჩვენ გაჩვენებთ!
----------------------------------------------------
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

555428786 მარიამი

* 599 42 03 95 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 150.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/18
    დაბრუნება
    • 30/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა