national delicacy

პორტუგალია - ლისაბონი & პორტო

  • ID: 39284
  • ნახვები: 11240
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18
დამატებითი ინფორმაცია

PORTUGAL / პორტუგალია - ლისაბონი & პორტო 
საინტერესო, სათავგადასავლო და შემეცნებითი ტრენინგ-ტური სრული 8 დღე: ლისაბონი 4 ღამე - პორტო 3 ღამე - პავლე თვალიაშვილთან ერთად - საერთაშორისო სტატუსის ტრენერი საქართველოში https://pavletv.blogspot.com/?m=0

რას მოგვცემს ტრენინგ-ტური?
➢ გამოიმუშავებ მენეჯერულ უნარებს;
➢ შეძლებ პრობლემების გაანალიზებას და გადაჭრისათვის ალტერნატიული გზების დასახვას;
➢ გაეცნობი სხვადასხვა ტიპის პროექტებს და საშუალება გექნება ახალი პროექტის იდეების გენერირების; 
➢ იმოგზაურებ და მოინახულებ პორტუგალიის სპეციფიკურ, ღირსშესანიშნავ ადგილებს; 
➢ მოვინახულებთ “UNESCO” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულ ულამაზეს ციხე სიმაგრეს “სინტრას” და ოკეანისპირა ულამაზეს პატარა ქალაქ კაშკაის
➢ შესაძლებლობა გეძლევა გაირუჯო ოკეანეზე, დააგემოვნო ოკეანის პროდუქტები, გასინჯოთ პორტუგალიური პორტვეინი და ა.შ.
➢ გაიცნობ ახალ საინტერესო ადამიანებს;
➢ მიიღებ სერტიფიკატს (EMT).

➢ დეტალურად:

1. გუნდური დავალების შესრულება საერთო ჯგუფში, ღია სივრცეში ქალაქის რეკრეაციულ ზონაში -> პარკი, სკვერი, სასახლის ეზო (ორი აქტივობა - “Teambuilding”).
განხილვა: ლიდერობა და მენეჯმენტი / გუნდური მუშაობის პრინციპები;

2. დაყოფილი მცირე ჯგუფები მიიღებენ დავალებებს, რომლებიც შესრულდება ლისაბონის ტერიტორიაზე (“City Quest”);

3. ტრენინგები: - ერთი ქალაქ ლისაბონში და მეორე - ქალაქ პორტოში;
------------------------------

ტრენინგის თემები ლისაბონში :

✓ საგრანტო პროექტების მომზადება / მართვა
✓ მიღწევადი მიზნების დასახვა / პრობლემების ანალიზი 
✓ ალტერნატივების ანალიზი
✓ დროის / რესურსების მართვა
------------------------------

ტრენინგის თემები პორტოში:
✓ თვითბრენდინგი / როგორ შევქმნა და შევთავაზო საკუთარი ბრენდი
✓ პრეზენტაციის მომზადება / ჩატარება
------------------------------

4. ქალაქების (ლისაბონის და პორტოს) მიმოხილვითი ექსკურსიები 
5. ლისაბონის დამახასიათებელი - ქალაქის ტრამვაით გასეირნება
6. ვახშამი ბარ-რესტორანში ტრადიციული კერძების დაგემოვნებით
------------------------------
ჯგუფებში მუშაობა/დავალებების შესრულება სახალისოსა და დაუვიწყარს ხდის ტურებს, რადგან მონაწილეები არა მარტო ნახვით ან მოსმენით, არამედ სრულად ხართ აღქმის პროცესში ჩართულები. ეს დავალებები/აქტივობები საშუალებას გაძლევთ ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჭრილში დაინახოთ ის სივრცე, სადაც იმყოფებით, თემა, რომელსაც განიხილავთ და ის ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად არიან. რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც სხვადასხვა მხრიდან შეიცნობთ.

პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დახმარებას გაგიწევთ როგორც არაფორმალური ნაწილი (ტრენინგები), ასევე ფორმალურსგარე სივრცე (გარემო და ადამიანები), როდესაც თქვენ არაერთი აღმოჩენა შეიძლება გააკეთოთ.

ტრენინგის თემები საშუალებას გაძლევთ ის პრაქტიკული უნარები განივითაროთ, რაც მენეჯმენტის ნებისმიერ საფეხურზე სჭირდება ადამიანს. შეძლებთ განასხვაოთ ლიდერისა და მენეჯერის ფუნქციები და მოვალეობები. შეძლებთ გუნდური მუშაობის პრინციპების გამოყენებას წარმატების მისაღწევად.

გეცოდინებათ რა საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება საგრანტო პროექტების მომზადებისა და მართვის პროცესში. შეძლებთ პირადი და გარემოს პრობლემების გაანალიზებისთვის სწორი აქცენტების გაკეთებას. მიზნების სწორი დასახვა და ფორმულირება კი ალტერნატივების ანალიზში დაგეხმარებათ. ნახავთ რა მნიშვნელობა აქვს დროისა და რესურსების მართვას პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

განხილულ იქნება, თუ როგორ შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას (როგორ შევქმნა საკუთარი ბრენდი და როგორ შევთავაზო) სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე. გაეცნობით თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების დროს.
------------------------------
სრული საგზურის ღირებულება 3600 ლარი 
მოგზაურობის პერიოდი: 13-20 მაისი
------------------------------
ღირებულებაში შედის:
● ავიაბილეთები - თურქიშის ავიახაზებით
● 3-4* სასტუმროში განთავსება
● საუზმე 
● ექსკურსიები
● ერთი ვახშამი ბარ-რესტორანში ტრადიციული კერძების დაგემოვნებით 
● სამოგზაურო დაზღვევა
● ტრენინგები / აქტივობები
------------------------------
ჯგუფის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა 15 ადამიანი
------------------------------
1 დღე - 13 მაისი
დილით ჩასვლა ლისაბონში, ტრანსფერი, დაბინავება, ჯგუფის წევრების გაცნობა.
2 დღე - 14 მაისი
Teambuilding და ქალაქის ექსკურსია.
3 დღე - 15 მაისი
მთელი დღე ექსკურსია სინტრა და კაშკაი (სურვილისამებრ).
4 დღე - 16 მაისი
სემინარი დილით და დღის მეორე ნახევარში City Game.
5 დღე - 17 მაისი
გამგზავრება, ჩასვლა-დაბინავება, ქალაქის დათვალიერება.
6 დღე - 18 მაისი
ტრენინგი / ქალაქის ექსკურსია.
7 დღე - 19 მაისი 
თავისუფალი დღე
8 დღე - 20 მაისი 
აქტივობა / ჯგუფური დავალებები - Teambuilding
საღამოს ტრანსფერი და გამომგზავრება საქართველოსკენ.
------------------------------
შენიშვნა: ღირებულებაში არ შედის სინტრა-კაშკაის ექსკურსია, რომელიც დამოკიდებულია ჯგუფის წევრების სურვილზე.
------------------------------
ტურის მენეჯერი: სოფო ნაცვლიშვილი: 
577 430-700; sophio@goodtravel.ge; 
ტელ:. 2 300-700 (205 შიდა ნომერი);

გვესტუმრე მისამართზე: ქ.თბილისი, ქუჩიშვილის N12 (ვერა) -http://bit.ly/2IstVN3
------------------------------
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია "გუდ თრეველი"
ჩვენთან მუდამ სეზონია 
www.goodtravel.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 600.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა