„ჰეფი თრეველ ჯორჯიას“ ექსკლუზიური ტური სამხრეთ აზიის ულამაზეს ქვეყანა - შრი ლანკაში.
ეს არის ათ დღიანი აქტიური საექსკურსიო ტური ქვეყანაში, რომელიც სრულიად განსხვავებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. საოცარი ოკეანის ნაპირი, ეგზოტიკური ხილი და უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი გელოდებათ ჩვენთან ერთად!
• 1 ღამე კოლუმბო
• 3 ღამე სიგირია
• 1 ღამე ქანდი
• 1 ღამე ნუვარაელია
• 2 ღამე ელი
• 2 ღამე კოლუმბოს სანაპიროები
ვიწყებთ „Anuradhapura ancient city“-თ: ერთ - ერთი მთავარი და ულამაზესი ქალაქი შრი ლანკაში, აღიარებული როგორც ბუდიზმის ცენტრი.
შემდეგი ჩვენი გაჩერება იქნება „Polonnaruwa ancient city“ - ცნობილი როგორც ყველაზე დიდი არქეოლოგიური ძეგლების მქონე ქალაქი მსოფლიოში.
დავათვალიერებთ და რამოდენიმე ღამით ბინას დავიდებთ „Sigiriya lion rock“- ის მიდამოებში - ადგილი სადაც კლდოვან სამოსახლოებში ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ მეზოლითური პერიოდის ხანაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები. ამბობენ ამ ქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო... თურმე აქაური ძეგლების სრულად დასათვალიერებლად თვეც არ ყოფნის მოგზაურს.
შემდეგ გვექნება ეკო ტური „Hiriwadunna village Safari“, სადაც ვისეირნებთ ბალახის კალათებით ჰირივადუნას ტბაზე, ასევე გავისეირნებთ კატამარნით და სურვილისამებრ ვითევზავებთ ჯოხებით ადგილობრივებთან ერთად, ასევე დავათვალიერებთ ბრინჯის პლანტაციებს, ფერმერების სახლებს და დამატებითი ხუთი დოლარის საფასუად შევძლებთ დავაგემოვნოთ იქაური ტრადიციული სამზარეულოს შედევრები, რომელსაც ლოტოსის ფოთლებზე მოგვართმევენ. მეტი ეგზოტიკისათვის სასტუმროში დავბრუნდებით ტუკ-ტუკებით :)
წავალთ „Elephant camp“-ში. ეს არის ბედნიერი სპილოების სამფლობელო, რამოდენიმე საათის განმავლობაში სურვილისამებრ ვიბანავებთ, დავბანთ და გავუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ვისეირნებთ მათზე ამხედრებულები და ვიპოზიორებთ მათთან ერთად.
არც ექსტრემის მოყვარულები დარჩებიან გულნატკენები: კიტულგანაზე საოცარი რაფტინგი და პოლონარუვაზე წყლის ველოსიპედების განსხვავებული ვერსია გველოდება.
ერთ დღიანი საფარი ტური მინარიაში, ჯიპებით ველურ ბუნებაში გასეირნება. წინ რა ცხოველი გადავირბენს და რომელი კარის გაღებას შეეცდება ეს ჯერ კიდევ საკითხავია ;) ;)
მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი მწვანე საფარი, გასაოცარი ხეები და ყვავილები გველოდება კანდის სამეფო ბოტანიკურ ბარში, ამბობენ ამაზე ლამაზი და ფერადი ადგილი დედამიწაზე არსად არისო... კანდიში საღამოს ნაციონალური ცეკვების ყურებით გავიყვანთ.
ვიმოგზაურებთ შრი ლანკური ცნობილი მატარებლით ნევარაელიდან ელლამდე , სადაც გზა ცეილონის ჩაის პლანტაციებზე, ჩანჩქერებზე და ფაქტიურად ცაში გამოკიდებულ ბუნებაზე გაივლის, დავათვალიერებთ სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებს , მათ შორის აუცილებლად ვნახავთ ბუდისტურ თეთრ ტაძარს, სადაც გადმოცემისამებრ ბუდას კბილი ინახება და ასევე „Dambulla temple“-ს, ეს არის ზღვის დონიდან 1118 მეტრზე აშენებული მღვიმის კომპელქსი უძველესი ფერწერული ნამუშევრებით. მათ შორის ყველაზე ძველი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე-2 საუკუნითაა დათარიღებული. სანაპიროზე დავათვალიერებთ უზარმაზარი კუების დაცულ ტარიტორიას. ვისაც რეპტილიის გულში ჩახუტება მოუნდება არც ხელში აყვანა იქნება პრობლემა მათთვის.
და რაც მთავარია რაფტინგ საფარი ტური ბენტოტაში - საფარი მდინარეში, გზად თევზაობა, ექიმი თევზების პროცედურები და უამრავი დამატებითი თავგადასავალი...
ბოლო ორი დღე მხოლოდ სანაპიროზე ნებივრობას და მზის პროცედურებს დაეთმობა. რა თქმა უნდა სურვილისამებრ შოპინგსაც, შრი ლანკა ხომ ცნობილია თავისი ნატურალური ქვების მრავალფეროვანი არჩევანით და კიდევ ბევრი სხვა რამით. . .
სამოგზაურო პერიოდი: 02.03.2018- 13.03.2018
ღირებულებაში შედის:
• ორმხრივი ავიაბილეთი
• ტრანსფერი
• მატარებლის ბილეთი
• კომფორტული მიკროავტობუსი
• ყველა სასტუმრო
• სამოგზაურო დაზღვევა
• ვიზა
• კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი/სერთიფიცირებული გიდი
• ქართველი გამყოლი
• ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით
ტურის ღირებულება არ მოიცავს:
• კვებას
• ყველა სხვა დამატებით ხარჯს რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული
ფასები განახლებადია, გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
მის: ა. წერეთლის გამზ. #61
Tel: 234 41 81;
j.