national delicacy

სტამბული

  • ID: 35062
  • ნახვები: 23267
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/10/17
    დაბრუნება
    • 30/10/17
დამატებითი ინფორმაცია

???? სტამბულის განსხვავებული ტური 26-27-28-29-30 ოქტომბერი!
გაფრენა: 26 ოქტომბერი (ხუთშაბათი, დილის 5:00 საათი)
ჩამოფრენა: 30 ოქტომბერი (კვირას, დილის 04:00 საათი)
✔ექსკურსიები სრული 4 დღე+ შოფინგ ტური სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე!
✔ტურის ღირებულება 745ლარი (310$)
ფასში შედის:
✔ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი)
✔ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი) 
✔ 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრში ( აია სოფიასთან)
✔ საუზმე
✔კვალიფიციური ქართულენოვანი გიდი
✔საჩუქრად! ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოგზაურობის ამსახველი კადრებით!
ტურის განრიგი: 
I დღე: 26 ოქტომბერი(ხუთშაბათი)
✔ 05:05 საათზე გაფრენა თბილისის აეროპორტიდან.
✔07:00 საათზე ჩაფრენა სტამბულში, ათათურქის აეროპორტში. (თურქეთის დროით).
✔ტრანსფერი/განთავსება სასტუმროში/დასვენება
11:00=12:00 ვიწყებთ ექსკურსიას:
✔ აია სოფია ( ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი მდებარეობს სასტუმროდან 5 წუთის სავალზე)
✔ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური )
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.)
✔ ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც მდებარეობს აია სოფიასთან და წარმოადგენს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავს, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული.
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი(აქ თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები).
✔ წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.
II დღე - 27 ოქტომბერი
✔ საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
ამ დღეს დილიდანვე ვესტუმრებით მსოფლიო საპატრიარქო ტაძარს, სადაც პატრიარქი ბართოლომეოს II აღავლენს წირვა-ლოცვას.
✔გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
✔შემდეგი ნახევარი დღის განმავლობაში გვექნება თავისუფალი დრო (შეგიძლიათ იშოპინგოთ სასტუმროს გაჩერებიდან 1 კმ მდებარე სავაჭრო უბანში)
(სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე საკმაოდ დაბალ ფასად შეიძენთ ხარისხიან თურქულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ჩვენი გიდის დახმარებით)
✔საღამოს გთავაზობთ ვახშამს თევზის რესტორანში სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა
III დღე - 28 ოქტომბერი (შაბათი) :
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.
✔უძველესი საათების მუზეუმი
✔ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ტურისტების საყვარელი ადგილი) 
✔გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔ გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
✔ ეგვიპტური სუნელების ბაზარი (აღმოსავლური ტკბილეულობის დაგემოვნება)
P.S. თვითმფრინავით შეგიძლიათ წამოიღოთ 30 კგ. ბარგი და 8 კგ. ხელბარგი
21:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო)
IV დღე: 29 ოქტომბერი (კვირა )
✔საუზმე - 08:00 საათზე.
✔ გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში. გადმოსვლა კოურდუნასის კუნძულზე (ე.წ. ,,პრინცის კუნძულზე"), სადაც მხოლოდ ფაეტონები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები.
( ფაეტონით გამგზავრება მთაზე სადაც მოვინახულებთ წმ. ნიკოლოზის და წმ. გიორგის სასწაულმოქმედ ტაძრებს. ტაძარში ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა. ამ ტაძრის საოცარი აღმოჩენის ისტორიას ადგილზე გაეცნობით)
P.S. სახლიდან წამოიღეთ ძაფის გორგალი. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. ნიკოლოზის ეკლესიამდე უხმოდ უნდა აიტანოთ, ისე რომ არ გაგიწყდეთ ძაფი.შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.. ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის მოსალოცად, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი...
✔დაბრუნება კუნძულიდან 16:00 საათზე
✔18:00 საათიდან 21:00 საათამდე- თავისუფალი დრო.
✔21:00 საათზე ჯგუფის შეკრება სასტუმროში
✔23:00 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
✔04:00 საათზე დაბრუნება თბილისში (ქართული დროით)
ფასში არ შედის:
✔ ვახშამი (საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
✔ მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 100ლარს (40 $).
** ყურადღება! ჯგუფის შევსება დაწყებულია და ჩაწერის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2017
**სააგენტო ,,ჰოლიდეი ჯორჯია" იტოვებს უფლებას, შეიტანოს მცირეოდენი ცვლილებები უკიდურეს შემთხვევაში, ტურის მიხედვით პროგრამაში გათვალისწინებულ ექსკურსიებზე.
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
☎ 2 39 61 13
☎ +995 68 86 48 48
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე745.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/10/17
    დაბრუნება
    • 30/10/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა