national delicacy

4 დღიანი ტური კიევსა და მის შემოგარენში

  • ID: 29737
  • ნახვები: 7479
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/17
    დაბრუნება
    • 01/10/17
დამატებითი ინფორმაცია

დღე 1. კიევის სითი ტური

გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ჩაფრენა კიევში. ტრანსფერი და დაბინავება სასტუმროში.
ქალაქის ექსკურსია: ძველი კიევის მთა, ანდრია პირველწდებულის სახ. ეკლესია გადაჰყურებს პოდოლის სანაპიროს. ძველი კიევის შესასვლელი ცნობილი ,, ოქროს კარიბჭე“, წმ.სოფიას მოედანი - წმ.სოფიას საკათედრო ტაძარი (შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია); წმ.სოფიას მუზეუმ–ნაკრძალი; “ტრიუმფალურ” 4 იარუსიან სამრეკლოთი, ავალთ კიბით სამრეკლოზე და გადავხედავთ კიევის ულამაზეს ხედებს, ( სამრეკლოს სიმაღლეა 76მ, თარიღდება 1699–1705წწ. აქვეა13–ტონიანი მე–17 საუკუნის ზარი) წმ. ანდრიას ეკლესია და წმ.მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი. 
შემდეგ დავეშვებით იმ ადგილისკენ საიდანაც დაიწყო კიევის მშენებლობა - საფეხმავლო ექსკურსია პოდოლში. საბაგიროთი ავალთ 110 წლ. ფუნიკულორზე. გავისეირნებთ კრეშჩატიკის ულამაზესი ქუჩაზე, მარინის სასახლე, მითოლოგიური ქიმერების სასახლე, პიროგოვოს ისტორიული მუზეუმი, ფრონეს და სვირიდის შთამბეჭდავი ძეგლი. კიევის ბოლო მოვლენების სიმბოლო - ევრომაიდანი; "დამოუკიდებლობის" 61 მეტრის მონუმენტით.
ტრანსფერი სასტუმროში. ღამისთევა.


დღე 2 . კიევ - პეჩორის ლავრა

საუზმე სასტუმროში. ამ დღეს ჩვენ ვეწვევით უკრაინის მთავარ სიწმინდეს 
კიევ - პეჩერის ლავრას. ზემო და ქვემო ლავრის მონახულება მონასტრის მეგზურთან ერთად.თქვენ გაივლით საუკუნეების ისტორიის კვალზე 11 საუკუნიდან მოყოლებული 20 სააუკუნის ჩათვლით და ნახავთ 21 საუკუნის ქალაქს. ასევე ლავრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვივლით ეროვნული დიდი სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიას სხვადასხვა მონუმენტური გამოსახულებებით, ვნახავთ ომში გამოყენებულ საავიაციო თუ საარტილერიო აღჭურვილობას, მონუმენტურ ქანდაკებას ,,დედა სამშობლოს“, დინამოს სტადიონს.

დღე 3 მოგზაურობა წარსულში

საუზმე სასტუმროში. 
შესაძლებელია შემიარო მთელი უკრაინა ერთ დღეში, დაბრუნდე წარსულში და სრულიად შეიგრძნო ნამდვილი უკრაინული სოფლის კოლორიტი? კიევიდან მხოლოდ ერთი საათის დაშორებით მდებარებს ასეთი სოფელი - რომელიც აგრეთვე არის ნაციონალური არქიტექტურისა და ყოფის ღია ცისქვეშა მუზეუმი. უკრაინული ვოიაჟის ბოლო დღეს ჩვენ ვესტუმრებით ყველზე კოლორიტულ სოფელს - პიროგოვოს.
თავისუფალი დრო კიევში, ღამისთევა სასტუმროში.

დღე 4. - გამომგზავრება
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო, ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.

ტურის ღირებულება:945 ლარი
ღირებულებაში შედის: 
ავიაბილეთი: თბილისი - კიევი - თბილისი 
სამოგზაურო დაზღვევა
ტრანსფერები ტურის მიხედვით 
გიდის მომსახურება
სასტუმრო 3* საუზმით, ქალაქის ცენტრში
მუზეუმების ბილეთები და მოსაკრებლები.

ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშრდით: 2307363; 593527353;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე945.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/17
    დაბრუნება
    • 01/10/17