national delicacy

მაროკო 750 ევრო

  • ID: 28763
  • ნახვები: 14248
დამატებითი ინფორმაცია

მაროკო - მისტიკიდან რეალობაში <3 <3

მოგზაურობის ხანგრძლივობა- 7დღე

გამგზავრება: 6 - მაისი დაბრუნება - 12 მაისი

ტურის ღირებულება: 750 € 
ტურის ღირებულებაში შედის:
ავიაბილეთები 
ვიზის საფასური(კეთდება კიევში) ,სავიზო მხარდაჭერა, სავიზო მომსახურება.
3* და 4* სასტუმროები საუზმით
ქართულ და ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება
ტრანსფერები
სამოგზაურო დაზღვევა
ფოტოგადაღება

ღირებულებაში არ შედის: 
სადილები და ვახშმები - დაახლოებით 10 €

მოგზაურობას გიდობას გაუწევს ჟურნალისტი და უძლიერესი მოგზაური Sally Janelly ♥ ♥ 
პირველი დღე : 6 მაისი

ვიკრიბებით ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტში, 04:00-ზე (დაუგვიანებლად), გაფრენამდე 2 საათით ადრე, იმისთვის რომ დროულად გავიაროთ რეგისტრაცია.
სალონიკის გავლით,ჩავფრინდებით პარიზის აეროპორტში,სადაც გადაჯდომის დრო 6 საათია და სურვილის შემთხვევაში შეგვეძლება პარიზის ქუჩებში გასეირნება და ეიფელის კოშკთან სადილობა . 
19:05ზე მივფრინავთ პარიზიდან და 21:05ზე ჩავდივართ ფესში,მაროკოს ყოფილ დედაქალაქში,რომელსაც დასავლეთის „მექასა“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.და რომელიც 808 წელს იდრის II-ის მიერ დაარსდა და უკანასკნელი შუა საუკუნეების ,,ცოცხალ ქალაქს“ წარმოადგენს. 
განვთავსდებით კომფორტულ სასტუმროში,რომელიც ქალაქის ცენტრში,ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარეობს და მომდევნო ,შთაბეჭდილებებით სავსე დღისთვის ვემზადებით. 
მეორე დღე: 7 მაისი
საუზმის შემდეგ, მივდივართ გამაოგნებელი ფესის ღირსშესანიშნაობების სანახავად. ვნახავთ უძველეს მეჩეთ-უნივერსიტეტს, XVII საუკუნის შადრევან ნეჯარინის,ბაბ ბოუს ცისფერ კარიბჭეს, მაროკოს ფერად ბაზარს, ხალიჩების ქუჩას, რკინის ნაკეთობათა კვარტალს,სადაც ანტკივარიატების შეძენა შეგეძლებათ. ვესტუმრებით იდრის მეორის სალოცავს და კარაუინის მეჩეთს. 
განთავსება სასტუმროში.

მესამე დღე: 8 მაისი
საუზმის შემდეგ, გავემართებით მედინას დასათვალიერებლად. ვესტუმრებით ფერადი საღებავების ქვევრებს,ყველაზე სახასიათო და ლამაზ სანახაობას,რითიც ასე ცნობილია მაროკო. ვნახავთ ებრაელების კვარტალს და ვესტუმრებით სამეფო სასახლეს. 
საღამოს,სასტუმროში მცირე შესვენების შემდეგ,ღამის ქალაქის სანახავად გავეშურებით , შევიძენთ სამახსოვრო სუვენირებს და სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს.

მეოთხე დღე:9 მაისი
საუზმის შემდეგ, გავემგზავრებით შეფშაუენში (ცისფერ ქალაქში) ,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად მიიჩნევა. ელ-რიფის ორ მასივს შორის გაშლილი ქალაქი განუმეორებელი და უაღრესად კოლორიტულია. თეთრისა და ცისფერის ჭადრაკული მონაცვლეობა მას განუმეორებელ იერს ანიჭებს. 
მოვეწყობით სასტუმროში და მცირედი დასვენების შემდეგ გავეშურებით საფეხმავლო ექსკურსიაზე ქალაქის მშვენიერების დასატკბობად და უთვალავი სურათის გადასაღებად

დღე მეხუთე :10 მაისი
საუზმის შემდეგ ცისფერი ქალაქის დარჩენილ ნაწილს მოვინახულებთ და გამოვეშურებით უკან,ფესში . 
20:05 წუთზე გავფრინდებით ფესიდან მილანში . და მოვეწყობით კომფორტულ სასტუმროში.

დღე მეექვსე:11 მაისი
მილანის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. ვესტუმრებით მილანის კათედრალს,სფორტსას ციხესიმაგრეს- მე-15 საუკუნის,რენესანსის პერიოდის ნაგებობას, ვიტორიო ემანუელო მეორის გალერეას, ბრერას დასახლებას . 
დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს , ვისეირნებთ ღამის ქუჩებში და განვთავსებით სასტუმროში.

დღე მეშვიდე :12 მაისი
ვნახავთ წმინდა მარია დელე გრაციას ეკლესიას,წმინდა ამბროჯიოს ბაზილიკას,გავისეირნებთ დუომოს პიაცაზე და სამახსოვრო ნივთებს მონტე ნაპოლეონეს ქუჩაზე შევიძენთ,აქვე ვისადილებთ და მოვემზადებით გასამგზავრებლად. 
საქართველოს დროით 23:55 წუთზე ქუთაისის აეროპორტში ვიქნებით.

ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით!
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად .
დეტალებისთვის და ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

593 000 593 -სალომე

598 32 94 95 ქეთი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 430.00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა