national delicacy

ავსტრიული საშობაო ზღაპარი

  • ID: 2469
  • ნახვები: 7975
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

აჩუქე საკუთარ თავს ზღაპარი!

 გაატარეთ რამდენიმე დაუვიწყარი დღე შუასაუკუნეების სურნელით გაჟღენთილ ბიურგერულ ზალცბურგში და არისტოკრატულ ბად-ჰაშტაინში. ზალცბურგი - მოცარტის მშობლიური ქალაქია, აქ ყველაფერი მის სახელს უკავშირდება:სახლი, სადაც დაიბადა -ახლა მუზეუმია, დარბაზი, რომელშიც აწყობდა თავის პირველ გამოსვლებს, რესტორანი, სადაც უყვარდა მოლხენა, სასმელი და თქვენ წარმოიდგინეთ შოკოლადიც კი მის სახელს ატარებს. ქალაქი შესულია UNESCO-ს ძეგლთა სიაში. ეს მყუდრო ალპური ქალაქი მოგანიჭებთ სიმშვიდის განცდას. შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ მისი მოკირწყლული ქუჩებისა და შუასაუკუნოვანი სახლების მიმართ, სადაც დღემდეა განთავსებული პაბები, სახელოსნოები და მყუდრო მაღაზიები, არ აღგაფრთოვანოთ ჰოენზალცბურგის პირქუშმა ციხემ და ლეგენდარულმა მირაბელის სასახლემ, რომლის მშენებლობას წინ უძღოდა სიყვარულის ულამაზესი ისტორია. აქვეა ტბის პირას მედიდურად მდგომი ლეოპოლდსკრონი - ავსტრიელ არისტოკრატთა ნატიფი სასახლე, სწორედ აქ გადაიღეს ყველასათვის საყვარელი „მუსიკის ჰანგები“. არ დაგვავიწყდეს საშობაო შოპინგი - ზალცბურგთან მდებარეობს ავსტრიის უდიდესი შოპინგ მოლი Designers Outlet, სადაც მხოლოდ პრაიმ კლასის ბრენდებია წარმოდგენილი -40-70% ფასდაკლებით. განსხვავებული სული ტრიალებს ბად-ჰაშტაინში - ეს ელიტარული კურორტი იზიდავს რესპექტაბელური დასვენების მოყვარულთ. კურორტი ცნობილია სათხილამურო ტრასებით, ბუნებრივი თერმული სპა-აუზებით და სამკურნალო რადონით გაჯერებული გამოქვაბულებით.  
  • ტურის ღირებულება 600 ევროდან

  • ტურის დაგეგმვა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00