national delicacy

აღდგომა წმინდა მიწაზე

  • ID: 14949
  • ნახვები: 9562
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/16
    დაბრუნება
    • 04/03/16
დამატებითი ინფორმაცია

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წმინდა მიწაზე!
პერიოდი: 28.04.16 – 05.05.16 7 ღამე / 8 დღე

 ა/კ აირზენა - პირდაპირი რეისი!
ტურის ღირებულებაში შედის:
 ავიაბილეთის საფასური.
✔ განთავსება სასტუმროეში : 
იერუსალიმში -Panorama Hotel -3★http://www.jerusalempanoramahotel.com/1/ 
ტვერიაში - Berger Hotel -3★ http://www.bergerhotel.co.il/ 
ნეთანიაში - Palace Hotel - 3★http://www.palace.co.il/ 
 ექსკურსიები: თელ ავივ - იაფო, იერუსალიმი და ბეთლემი, ქრისტიანულ გალილეა.
 კვება ორჯერადი.
 სატრანსფერო მომსახურება
 რუსულენოვანი გიდი
 სამოგზაურო დაზღვევა.
ერთი ადამიანის ღირებულება ორ ადგილიან ნომერში - 980$

ერთი ადამიანის ღირებულება ერთ ადგილიან ნომერში - 1250$
ერთი ადამიანის ღირებულება სამ ადგილიან ნომერში - 940$
პროგრამა
04/28/2016 - დიდი ხუთშაბათი
ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენა, ტრანსფერი იერუსალიმში და განთავსება სასტუმროში . თავისუფალი დრო. ვახშამი.
04/29/2016 - წითელი პარასკევი
საუზმის შემდეგ გამგზავრება ზეთის ხილის ანუ ელეონის მთაზე, საიდანაც დატკბებით იერუსალიმის ხედით, სახელწოდება მთამ იმ ზეთის ხილის ბაღებისაგან მიიღო, რომელიც მის ფერდობზე იყო გაშენებული. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა ზეცად. დავათვალიერებთ მარიამ მაგდალინელის ეკლესიას, სადაც განისვენებს ელისაბედის და ბარბარეს წმინდა ნაწილები. შემდეგ მოვინახულებთ: მოწაფეთა მღვიმეს, გეთსიმანიის ბაღს, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, იერუსალიმის ჭიშკარსა და უფლის საფლავის ტაძარს. ვახშამი და ღამისთევა იერუსალიმის სასტუმროში.
04/30/2016 - მძიმე შაბათი
საუზმის შემდეგ ექსკურსია ბეთლემში.სიონის მთა. მეფე დავითის საფლავი. რუსეთის სასულიერო მისიის წმინდა სამების ტაძარი. ჯვრით მსვლელობა. საღმრთო ლიტურგია. ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. აღდგომის ტაძრის კარის გახსნა, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინი. მაცხოვრის საფლავზე სააღდგომო ღვთისმსახურებაზე მისვლა. ვახშამი და ღამისთევა იერუსალიმში.
05/01/2016 - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
საუზმის შემდეგ გამგზავრება ქალაქ ტვერიაში,გზად მოვინახულებთ ბეთლემის ქრისტეს შობის ტაძარს, სავა კურთხეულის ლავრას, იერიქონს - განცდის მთას, კარანტალს ,სადაც დგას ცდუნების (კარანტალის) მონასტერი. ტვერიაში ჩამოსვლა, ვახშამი და ღამისთევა ტვერიის სასტუმროში.
05/02/2016 - ბრწყინვალე ორშაბათი
თაბორის მთის მონახულება (სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა) გალილეის ტბა, აქ უფალი ახდენდა მრავალ სასწაულს, ქადაგებდა და აღდგომის შემდეგ სწროედ აქ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოინახულებთ ადგილს სადაც მარია მაგდალინელი უფალმა განკურნა, კაპერნაუმი, 12 მოციქულის ეკლესიასა და ნეტარების მთა. ვახშამი და ღამისთევა ტვერიის სასტუმროში.
05/03/2016 - ბრწყინვალე სამშაბათი
ნაზარეთის დათვალიერება, (ქალაქს რომელიც ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული), ტაძარი, სადაც წმინდა ოჯახი ცხოვრობდა, გაბრიელის ეკლესია, რომელიც მარიამის წყაროსთან მდებარეობს, მდინარე იორდანე, კანა - ეკლესია, სადაც პირველად უფალმა წყალი აქცია ღვინოდ. დაბრუნება სასტუმროში . ვახშამი სასტუმროში
05/04/2016 - ბრწყინვალე ოთხშაბათი
ძველი იაფო (გადმოცემის თანახმად აქ ნოემ ააგო კიდობანი და პერსევსმა გაანთავისუფლა ანდრომედა (ბერძნული მითოლოგია), გასეირნება ქალაქის ქუჩებში, რომელთაც ახსოვს ალექსანდრე მაკედონელი და ნაპოლეონი, გასეირნება თელ ავივში - ისრაელის კულტურულ და ტურისტულ ცენტრში.
05/05/2016 - ბრწყინვალე ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ჯგუფური ტრანსფერით გამგზავრება ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში. გამოფრენა თბილისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
LTD Free Travel
 დ. აღმაშენებლის გამზ. N175, თბილისი, 0112, საქართველო.
+995 32 2347640
 +995 599 05 99 22
 www.freetravel.ge
 sales@freetravel.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 730.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/16
    დაბრუნება
    • 04/03/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა