national delicacy

იზეიმეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ღვთიურ მიწაზე

  • ID: 13970
  • ნახვები: 5220
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/16
    დაბრუნება
    • 04/05/16
დამატებითი ინფორმაცია

იზეიმეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ღვთიურ მიწაზე

1 დღე -28 აპრილი
ჩაფრენა თელავივის აეროპორტში
ტრანსფერი იერუსალიმში
ვახშამი და განთავსება სასტუმრო Rivoli Jerusalem

2 დღე - 29 აპრილი
საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ გამგზავრება ზეთის ხილის ანუ ელეონის მთაზე,საიდანაც დატკბებით იერუსალიმის ხედით, სახელწოდება მთამ იმ ზეთის ხილის ბაღებისაგან მიიღო, რომელიც მის ფერდობზე იყო გაშენებული. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა ზეცად.
დავათვალიერებთ მარიამ მაგდალინელის ეკლესიას, სადაც განისვენებს ელისაბედის და ბარბარეს წმინდა ნაწილები.
შემდეგ მოვინახულებთ: მოწაფეთა მღვიმეს, ღვთისმშობლის სარტყელის დაცემის ადგილს,გეთსიმანიის ბაღს, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, იერუსალიმის ჭიშკარსა და უფლის საფლავის ტაძარს.
დავესწრებით ღვთისმშობლის კვართის გამობრძანების პროცესიას.
ვახშამი და ღამისთევა იერუსალიმის სასტუმროში.

3 დღე - 30 აპრილი
საუზმე სასტუმროში
წმინდა სამების რუსული მისიის ტაძრის მისვლა,
ლიტურგიაზე დასწრება
10:30 აღდგომის ტაძრის კარის გაღება
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა
დაბრუნება სასტუმროში
თავისუფალი დრო
ვახშამი
ღამისთევა იერუსალიმში

4 დღე - 1 მაისი
საუზმე სასტუმროში
დღეს დავესწრებით სააღდგომო წირვას იესოს საფლავის ტაძარში
წირვის შემდეგ მოვინახულებთ: არქიმანდრიტ ანტონინის (კაპუსტინის) საფლავს,ელეონის რუსულ ეკლესიას, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, ქრისტეს ამაღლების და საშინელი სამსჯავროს გამართვის ადგილს, შემდეგ მოვილოცავთ ჯვრის ქართულ მონასტერს, ქალაქ იუდას და გორნენის მონასტერს ეინ კარემში. დავათვლიერებთ იოანე ნათლიმცემლის მღვიმეს და იქვე არსებულ წყარო. 
დაბრუნება სასტუმროში
თავისუფალი დრო
ვახშამი და ღამისთევა იერუსალიმის სასტუმროში

5 დღე - 2 მაისი
საუზმე სასტუმროში
სასტუმროდან გამოსახლება,გამგზავრება ქალაქ ტვერიაში,გზად მოვინახულებთ ბეთლემის ქრისტეს შობის ტაძარს,სავა კურთხეულის ლავრას,იერიქონს- განცდის მთას, კარანტალს ,სადაც დგას ცდუნების (კარანტალის) მონასტერი.
ტვერიაში ჩამოსვლა
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში Dona Gracia Tiberias.

6 დღე - 3 მაისი
საუზმე სასტუმროში
დღეს დავათვალიერებთ თაბორის მთაზე მდგარ ნაზარეთის ფერისცვალების ეკლესიას. ღვთისმშობლის წყაროს, ვნახავთ ხარების ადგილს, მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარს,კანას გალილეას,გალილეის ზღვას, ,,იგავთა ყურეს''-ადგილს,სადაც მესია ნავიდან ასწავლიდა ხალხს იგავებით,კაპერნაუმს: თორმეტი მოციქულის მონასტერს.
მდინარე იორდანეში განბანვა
დაბრუნება სასტუმროში
თავისუფალი საღამო
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში

7 დღე - 4 მაისი
საუზმე სასტუმროში
ტრანსფერი აეროპორტში, გამგზავრებამდე გზად მოვილოცავთ წმინდა გიორგის ტაძარს.
დაბრუნება სამშობლოში.

ტურის ღირებულება 750$
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე

ტურის ღირებულება 720$ მოცემულია 1 ადამიანზე სამადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:
• ღამისთევა იერუსალიმის სასტუმროში 4 ღამე საუზმითა და ვახშმით
• ღამისთება ტვერიის სასტუმროში 2 ღამე საზუმითა და ვახშმით
• სატრანსპორტო მომსახურება პროგრამის შესაბამისად
• ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
• თაბორის მთაზე საბაგიროთი ასასვლელი ბილეთები
• პროფესიონალი რუსულენოვანი გიდის მომსახურება 7 დღის განმავლობაში

ღირებულებაში არ შედის:
• ავიაბილეთი
• სხვა დამატებითი შესასვლელი ბილეთები

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 178.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/16
    დაბრუნება
    • 04/05/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა