national delicacy

სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთა

  • ID: 880
დამატებითი ინფორმაცია

თბილისიდან 15 კილომეტრში, საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, მდებარეობს სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთა - საოცარი ხედებით, რომელიც გადაჰყურებს ზედაზნის მთას, სვეტიცხოველს და ჯვრის მონასტერს.

აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს აქვს ველნეს და სპა ცენტრი, სადაც არის ორი სახეობის საუნა, ჯაკუზი და ღია აუზი. ველნეს მომსახურება შედის ნომრის ღირებულებაში.

ჯინო ველნეს მცხეთაში არის 22 ნომერი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. განთავსებულია ორი ბარ-რესტორანი. რესტორნის ტერასიდან თქვენს წინაშე იშლება თვალწარმტაცი ხედები, მცხეთის ღირსშესამიშნაობებზე.

მეოთხე სართულზე შესანიშნავი სივრცეა კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, მრგვალი მაგიდებისა თუ სხვა ნებისმიერი სახის ბიზნეს შეხვედრისათვის. ჩვენი გამოცდილი და ყურადღებიანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდამ მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხში. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ისარგებლოს მანქანის მომსახურეობით, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის თქვენს დასვენებას.

ფასი ფასი შეთანხმებით