national delicacy

ჩემი სახლი

  • ID: 360
დამატებითი ინფორმაცია

ადგილმდებარეობა

სასტუმრო “ჩემი სახლი” მდებარეობს თელავის ცენტრში. ათი წუთის სავალზე ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობებიდან: ერეკლე II სასახლე, ისტორიული მუზეუმი, თელავის ცნობილი თეატრი. სასტუმროს ჩოგბურთის საერთაშორისო სტანდარტების მქონე კორტებთან სულ რაღაც 150 მეტრი აშორებს.

ნომრები

სასტუმროში 16 ოთახია (2 ლუქსი, 1 საოჯახო _ოთხადგილიანი ნომერი, 13 სტანდარტული ნომერი). ყოველი ნომერი აღჭურვილია: აბაზანით, კონდიციონერით, პლაზმური ტელევიზორით, საკაბელო ტელევიზიით. შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით.

რესტორანი – მარანი

“ჩემი სახლის” მარანი თავისი კახურით სტილით შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის კორპორატიული თუ სადღესასწაულო საღამოების ორგანიზებისათვის. მშვიდი გარემო და გულისხმიერი მომსახურეობა დაუვიწყარს გახდის ჩვენთან გატარებულ დროს.

უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები მარანის სავიზიტო ბარათია. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ქვევრიდან ღვინის დაგემოვნება.

ასევე შესაძლებელია დატკბეთ ქართული სიმღერის მრავალხმიანობით (მოთხოვნის შემთხვევაში).

სასტუმრო საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ ჩურჩხელების ამოვლებში, მწვადის შეწვაში, ქართული შოთის ცხობაში, ხინკლის მოხვევასა და ქვევრის გახსნაში (მოთხოვნის შემთხვევაში). 

ფასი ფასი შეთანხმებით