საოჯახო სასტუმრო "მურკვამი" მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. აქვს 4 ახალი გარემონტებული ოთახი, ინტერნეტი, გათბობა, ცხელი წყალი და კომფორტული დასვენებისთვის ყველა პირობა. ობიექტის მეპატრონეებს აქვთ საკუთარი ფერმა და მეურნეობა, რაც საშუალებას აძლევთ სტუმრები უზრუნველყონ ახალი ხორცისა და რძის პროდუქტებით, ხილ-ბოსტნეულით. ასევე, ტურისტებისთვის მიმზიდველია ისიც, რომ ოჯახის წევრებს შექმნილი აქვთ ფოლკლორული ანსამბლი, შესაბამისად, ნაციონალური ჰანგებით ტკბობა შემოსული სტუმრებისთვის დაუვიწყარს ხდის აქ გატარებულ დღეებს. ჩვენი საოჯახო სასტუმრო ტურისტებისთვის საინტერესოა იმითაც, რომ გვყავს ცხენები, ახლო ჩამოდის მდინარე და მინერალური მჟავე წყლები. რაც მთავარია, თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის იქვე ფუნქციონირებს სასრიალო ტრასები. ფასი: 1 პერსონა 35 ლარი ( 2-ჯერადი კვებით). დაგვიკავშირდით: (+995) 598727728