საოჯახო ტიპის სასტუმრო ქალაქ სიღნაღში, ცენტრიდან 5 წუთის სავალში. დღეისათვის სასტუმროს აქვს 4 ნომერი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ყველა ოთახი უზრუნველყოფილია კონდიციონერით, სველი წერტილით, აივნებით(ორ ოთახში), საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი; აგრეთვე სასტუმროს აქვს დიდი, საერთო აივანი.
სტუმრებს ვთავაზობთ კვებით მომსახურებასაც(საუზმე პერსონა 10 ლარი)