national delicacy

პრემიერ ჰაუსი

  • ID: 268
დამატებითი ინფორმაცია

საოჯახო ტიპის სასტუმრო "პრემიერ ჰაუსი" გიწვევთ ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე. სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ახალ დასახლებაში. საუკეთესო სათხილამურო ტრასები მდებარეობს სასტუმროსთან ახლოს.

საოჯახო სასტუმროშია სულ 5 ოთახი. აქედან: 

I ოთახი - ოთახი საკუთარი აბაზანით, აივნით, ტელევიზორით, ინტერნეტით. სამზარეულო საერთოა. ოთახში არის 2 ცალი საწოლნახევრიანი საწოლი. ამ ოთახში კომფორტულად განთავსდება 2 უფროსი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი. 

II ოთახი - ოთახი საკუთარი აბაზანით, ტელევიზორით, ინტერნეტით. სამზარეულო საერთოა. ოთახში არის 1 ცალი ორკაციანი საწოლი. დამატებითი გასაშლელი საწოლის ჩადგმა შესაძლებელია. ოთახში კომფორტულად მოთავსდება ორი უფროსი. 

III ოთახი - ოთახი საკუთარი სამზარეულოთი, აბაზანით, ტელევიზორით, ინტერნეტით. ოთახში არის 1 ცალი ორკაციანი საწოლი და 1 ცალი ერთკაციანი საწოლი. ოთახში კომფორტულად მოთავსდება 3 უფროსი ადამიანი. 

IV ოთახი - ოთახი საკუთარი აბაზანით, აივნით, ტელევიზორით, ინტერნეტით. სამზარეულო საერთოა. ოთახში არის  1 ცალი ორკაციანი საწოლი და 1 ცალი ორსართულიანი საწოლი. ოთახში კომფორტულად განთავსდება 4 უფროსი ადამიანი. 

V ოთახი - ლუქსის ტიპის ოთახი საკუთარი აბაზანით, აივნით, ტელევიზორით, ინტერნეტით, სამზარეულოთი. ოთახში არის 4 ცალი ერთკაციანი საწოლი, გასაშლელი სავარძელი და გასაშლელი დივანი. ოთახში კომფორტულად განთავსდება 4 ადამიანი. 

სასტუმროს პირველსართულზე თქვენს განკარგულებაშია სასადილო ოთახი და საერთო სამზარეულო. 

ეზოში არის საბავშვო კუთხე მოწყობილი, გვაქვს ფაზენდა და უფასო ავტოსადგომი. 

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes ოთახი არამწეველთათვის
  • yes სამრეცხაო
ფასიgel 15