national delicacy

საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი შოდა

  • ID: 2646
დამატებითი ინფორმაცია

საოჯახო სასტუმრო შოდა მდებარეობს ქალაქ ამბროლაურის ცენტრში, საკუთარი სახლის მეორე სართულზე. ამავე ეზოში მდებარეობს 4 ადგილიანი ხის კოტეჯი. სასტუმრო იდეალურია ვიზიტორებისათვის, რომელთაც დამღლელი დღის შემდგომ კომფორტულად დასვენება სურთ. საოჯახო სასტუმროში განთავსებულია 3 საძინებელი (თითოეული განკუთვნილი 2 პერსონისთვის), საერთო სააბაზანო და სამზარეულო. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ სუფთა თეთრეული და პირსახოცები, აბაზანის მოწყობილობა: შამპუნი, დუშგელი, თხევადი საპონი, თმის საშრობი; სამზარეულო აღჭურვილია მაცივრით, გაზქურით, მადუღარათი და საჭირო ჭურჭლით. სტუმრები სარგებლონებ ასევე უფასო WiFi სერვისით. უზრუნველყოფილია ცხელი/ცივი წყალი და გათბობა. კოტეჯში განთავსებულია 2 ნომერი (თითოეული განკუთვნილი 2 პერსონისთვის), ორივე ნომერს აქვს საკუთარი სააბაზანო და სამზარეულო კუთხე აღჭურვილი ონკანით (ცივი/ცხელი წყალი) მაცივრით და მადუღარით..საოჯახო სასტუმროსა და კოტეჯში, ერთდროულად შესაძლებელია 10 ადამიანის განთავსება. საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე ვცხოვრობთ მასპინძლები და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დღის ნებისმიერ მონაკვთში მოგვმართონ დახმარებისათვის. სასტუმროდან 2-10 წუთის ფეხის სავალზეა დაშორებული ქალაქში მდებარე ყველა საჭირო ობიექტი. 

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes ოთახი არამწეველთათვის
  • yes ტერასა
  • yes ბაღი
  • yes სამრეცხაო
ფასიgel 60