სასტუმრო მდებარეობს ტყის პირას, "ამირანის პარკის" მოსაზღვრედ, ცენტრალური პარკიდან 200 მეტრში, ბაკურიანის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე. სასტუმროს აქვს შემოსაზღვრული ეზო, ასევე ვერანდა და ავტოსადგომი.
გთავაზობთ სამჯერად კვებას(შვედური მაგიდა)
ნომრებს გააჩნიათ საკუთარი სველი წერტილი, აივანი, ტელევიზორი, მაცივარი.
მომსახურების საფასურში შედის საწოლის თეთრეული, პირსახოცები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ნომრის ყოველდღიური დალაგება.