საოჯახო სასტუმრო "ვაჩაძიანთ კარი" მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში, შაორის წყალსაცავის მახლობლად. სასტუმროში განთავსებულია: 2, 3 და 4 ადგილიანი ნომრები. სასტუმრო გათვლილია 16-დან 20 დამსვენებელზე. დამსვენებელს შეუძლია ისარგებლოს საერთო სამზარეულოთი, სასადილო ოთახით და 2 მისაღები ოთახით. სასტუმროს აქვს: 2 სველი წერტილი, რომელიც განთავსებულია საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულზე; ტელევიზია და ინტერნეტი; მუდმივი ცხელი და ცივი წყალი; დიდი ეზო და მანქანის გასაჩერებელი ადგილი.
დიასახლისი სტუმრებს უმასპინძლდება რაჭული კერძებით, აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს; იქმნება პირობები, რათა სტუმრებმა თავად მოამზადონ კერძები. საოჯახო სასტუმროში, სურვილის შესაბამისად, არის ტურები მანქანით (ფასი შეთანხმებით).
ფასები: ღამისთევა კვების გარეშე - 20 ლარი, ერთჯერადი კვებით - 30 ლარი; ორჯერადი კვებით - 40; სამჯერადი კვებით - 60 ლარი.
სასტუმროს აქვს კეთილმოწყობილი კოტეჯი. მასში განთავსებულია: 2 ორადგილიანი საძინებელი ოთახი, სამზარეულო, მისაღები ოთახი ბუხრით, სველი წერტილი (ცალ-ცალკე აბაზანა და საპირფარეშო); აღჭურვილია ტექნიკით: ტელევიზორი, მაცივარი, წყლის გამათბობელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა; არის ინტერნეტი.
ფასები: ღამისთევა კვების გარეშე - 30 ლარი, ერთჯერადი კვებით - 40 ლარი; ორჯერადი კვებით - 50; სამჯერადი კვებით - 70 ლარი.
შესაძლოა, გაქირავდეს მთლიანად - 1 დღე-ღამე 150 ლარი კვების გარეშე.
კონტაქტი: +995 551 09 38 96 მაკა