სასტუმრო ,,გრინ პოინტში" განთავსებულია: მისაღები, ბარი, სტუმრებისათვის განკუთვნილი სასადილო ოთახი, ჯაკუზი- გასახდელი ოთახითა და VIP ოთახით, 8 ნომერი. უკანა გამწვანებულ ეზოში, განთავსებულია 4 კოტეჯი. საერთო ჯამში სასტუმრო არის 12 ნომრიანი.
შენობაში არის ღია ტერასა, მოსასვენებელი ავეჯით: (მაგიდა, სკამები, მზის ქოლგები) მე-3 სართულზე არის საერთო მოსასვენებელი-მისაღები ოთახი,აივნით.
სასტუმრო ,,გრინ პოინტში’’ ფუნქციონირებს, ღია საცურაო აუზი, რომელიც აღჭურვილია: შეზლონგებით, მოსასვენებელი სავარძლებითა და ჰამაკით.
სასტუმროს წინა პერიმეტრზე გაშენებულია ბაღი უნიკალური მცენარეებით, სადაც განთავსებულია მოსასვენებელი სივრცეები: ფანჩატური და მაგიდები, მზის ქოლგებით. ბაღის მოპირდაპირე მხარეს არის ღია მოედანი და მარანი.
,,გრინ პოინტის’’ ნომრებიდან და ტერასიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისისა და მცხეთის მიმართულებით.
სასტუმრო ფლობს 6 ადგილიან, მინივენის ტიპის ავტომობილს, რომელიც მოემსახურება დამსვენებლებს.


