საოჯახო სასტუმრო სახლი ორსართულიანია, გარემონტებული, კეთილმოწყობილი აბაზანითა (ცივი და ცხელი წყლით) და სამზარეულოთი. ზომიერი სივრცის საძინებლებითა და დიდ სივრცის მისაღები ოთახით. ორივე სართულზე აივნებია მოწყობილი. სახლს გარს აკრავს მწვანე ეზო, სადაც გაშენებულია მწვანე ნარგავები და ხეხილი. სახლი მდებარეობს ებრაელთა 100 წლიანი სალოცავის "სინაგოგის", მინერალური წყლებისა და ტყის მასივის სიახლოვეს. შექმნილი ყველა პირობა დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.