სასტუმრო არის ორსართულიანი კაპიტალური შენობა, დიდი ეზოთი სადაც შეიძლება მანქანის გაჩერება, 9 ნომერი,სასადილო ოთახი და დიდი ტერასა, ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი საშხაპე/ტუალეტი.
სასტუმრო სახლი მდებარეობს მესტიის ძველ უბან ლაღამში, კოშკების გარემოცვაში, იქვე არის 9-13 საუკუნის ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ორსართულიანი ეკლესია კარგად შემონახული ფრესკებით და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.