ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. მის განკარგულებაშია საკუთარი პლაჟი და მიმდებარე კეთილმოწყობილი ტერიტორია. 10-სართულიანი All inclusive კონცეფციის სასტუმრო 101 ნომერს აერთიანებს. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის პოეტური ხედი სძენს.საკუთარი პლაჟი, საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.





