national delicacy

კარათი

  • ID: 1306
დამატებითი ინფორმაცია

საოჯახო სასტუმრო „კარათი“. მდებარეობს ხულოს რაიონ სოფელ ქედლებში (მე-9 ქუჩა მე-11 სახლი), განთავსებულია ორსართულიანი კაპიტალური სახლის მეორე სართულზე,  აქვს  ცალკე იზოლირებული ასასვლელი,  სამი ოთახი, საერთო სარგებლობის მისაღები ოთახი, სველი წერტილი და უწყვეტი ინტერნეტი,  სადაც შეიძლება ერთდროულად 6 ტურისტის  მიღება.

სასტუმროში მოსულ ტურისტებს შესაძლებლობა  ექნებათ დააგემოვნონ  ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ტრადიციული აჭარული კერძები და ოჯახში დაწურული ღვინო. სასტუმროსთან ახლოს არის უამრავი საპიკნიკე ადგილი, ჩანჩქერი, სათხილამურო ბაზა. ეზოდან მოსჩანს მიმდებარე სოფლებისა და რაიონის ულამაზესი ხედი. ასევე ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ როგორც უშუალოდ სოფელ ქედლების ყოფაცხოვრებას ისე მოინახულონ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები (როგორებიცაა  ხულო-თაგოს ბაგირგზა, მწვანეტბა, ხიხანის ციხე და სხვა).

 

დაბა ხულოდან   სასტუმრომდე არსებული შიდა სასოფლო გზა არის რკინაბეტონის.

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes საკვების და სასმელის ოთახში მიწოდება
  • yes საკონფერენციო დარბაზი
  • yes ტერასა
  • yes ბაღი
  • yes სამრეცხაო
  • yes შინაური ცხოველების დაშვება
ფასიgel 60