national delicacy

საყვარელ ქალბატონებს გაუკეთეთ სარვამარტო საჩუქარი!

  • ID: 578
  • Views: 14182
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00
Additional Information

"ოდესღაც აქედან იწყებოდა საქართველო" 

პირველი დღე: თბილისი - ახალციხე - ვალე (საბაჟო) - ფოსოვი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - შავშეთი - სათლეს ციხე - ტბეთი - ხანძთა - დოლისყანა - ართვინი - იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" (პარხალის ხეობაში) 590 კმ.
პირველ დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: სათლეს ციხე, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა.
06:00 – გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით. თბილისი - ახალციხე - ვალე 240 კმ
10:00 – 11:00 საბაჟო პროცედურები.
11:00 – 14:00 ვალეს საბაჟო - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - არსიანის უღელტეხილი (2450 მ) - შავშეთი - სათლეს ციხე (დროის სიმცირის გამო ციხეზე ასვლა არ ხერხდება, გზიდან ვუღებთ სურათებს და ვაგრძელებთ გზას) 140 კმ.
14:00 – 14:30 სათლეს ციხე - ტბეთი 15 კმ.
15:30 – 17:30 ტბეთი - ხანძთა 55 კმ.
19:00 – 20:00 ხანძთა - დოლისყანა 30 კმ.
20:30 – 23:00 დოლისყანა - ართვინი - იუსუფელი - სასტუმრო 110 კმ.
ფეხით სავალი მონაკვეთი: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო საცალფეხო ბილიკი (საშუალო სირთულის) 2 კმ.

მეორე დღე: სასტუმრო - პარხალი - იუსუფელი - კავკასიძეების ციხე - ოთხთა - იუსუფელი - ხახული - ოშკი - თორთუმის ჩანჩქერი - სასტუმრო 235 კმ.
მეორე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: პარხალი, კავკასიძეების ციხე, ოთხთა, ხახული, ოშკი.
08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.
09:00 – 10:00 სასტუმრო - პარხალი 15 კმ.
11:00 – 13:00 პარხალი - იუსუფელი - ოთხთა. გზად ვნახავთ კავკასიძეების ციხეს (ციხეზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია) 45 კმ.
14:00 – 16:00 ოთხთა - იუსუფელი - ხახული 80 კმ.
16:30 – 17:30 ხახული - ოშკი 30 კმ.
18:30 – 19:00 ოშკი - თორთუმის ჩანჩქერი 20 კმ.
19:30 – 20:00 თორთუმის ჩანჩქერი - იუსუფელი 32 კმ.
20:00 – 21:00 შჰოპპინგ იუსუფელში.
21:00 – 22:00 იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" 13 კმ.
ფეხით სავალი მონაკვეთები: პარხალში 300 მეტრი, ოთხთაში 200 მეტრი.

მესამე დღე: სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი - ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალე (საბაჟო) - ახალციხე - თბილისი 530 კმ.
მესამე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: იშხანი, ბანა.
08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.
09:00 – 10:30 სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი 45 კმ.
11:30 – 13:30 იშხანი - ბანა 75 კმ.
14:30 – 18:00 ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალეს საბაჟო 170 კმ.
18:00 – 19:00 საბაჟო პროცედურები.
19:00 – 23:00 ვალის საბაჟო - ახალციხე - თბილისი - 240 კმ.
ფეხით სავალი მონაკვეთი: ბანაში 400 მეტრი.
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

გასვლა: 4 აპრილს.
ფასი: 260 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ღამისთევა სასტუმროში "აგარა" 2 ღამე;
ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
გიდის მომსახურეობა;
ყველა სახის ადგილობრივი მოსაკრებელი;
სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail: toursin@taoklarjeti.comtravelto@taoklarjeti.com

შენიშვნა:

  • სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ჯამში 11 ისტორიულ ძეგლს. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: ტრანსპორტით გამოწვეული შეფერხება, საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ძეგლების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ძეგლების რაოდენობა უცვლელი რჩება, მაინც ყველა ძეგლს ვნახულობთ. ტური არის დატვირთული და აქედან გამომდინარე საკმაოდ დამღლელიც.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ტაო-კლარჯეთი - თბილისი 1400 კმ.
  • მეორეხარისხოვანი (გრუნტიანი) გზები: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო გზა 25 კმ. პარხალში 15 კმ. ოთხთაში 14 კმ. იშხანში 10 კმ. ბანაში 2 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 12 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. შესაძლებელია უფრო მცირე ჯგუფიც იყოს, თუმცა ტურის ღირებულება შესაბამისად გაიზრდება. მაგალითად 6 - 7 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ტური აუცილებლად შედგება ფასი იქნება 295 ლარი.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • ვალეს საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 24/24
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
  • თორთუმის ჩანჩქერის "მუშაობის" პერიოდი არის მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე.
  • შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".
  • დროის სიმცირის გამო უმჯობესია შუადღის კვება ტრანსპორტში მოგვარდეს (თან საქმე).
  • ვინც მარხვაზეა, უნდა გაითვალისწინოს კვების მენიუ სასტუმროში: კალმახი, კიტრი, პომიდორი, ბრინჯი, კარტოფილი, კვერცხი, კარაქი, ჯემი, ყველი, თაფლი, ჩაი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !!!

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Price per person Price with deal
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00