

ჟინვალის წყალსაცავი
* ანანური
* მლეთას ეკლესია
* გუდაურის გადასახედი
* ქარაფები
* მჟავე წყლები
* დარიალის მონასტერი
* დარიალის კომპლექსი
* გერგეთი
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი
ტურის აღწერა:
9 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით, მოვინახულებთ დარიალის სამონასტრო კომპლექს. დავბრუნდებით სტეფანწმინდაში, გერგეთზე ავალთ ფეხით, გავერთობით, გადავიღებთ სურათებს და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.
ღირსშესანიშნაობები:
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.