national delicacy

შარმ ელ შეიხის ტურები მხოლოდ 403$-დან იჩქარეთ!!!

  • ID: 2240
  • Views: 19210
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00
Additional Information

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში

გასვლა კვირას დილის 07:00 საათზე, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. 

1. რეგიონი: 
კახეთი, ლაგოდეხის რაიონი 

2. მარშუტის დასახელება: 
გურგენიანის, იგივე ნინოგორის, იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერის მონახულება ლაგოდეხის ნაკრძალში . შესაძლოა ირემს ან შველსაც კი გადავეყაროთ გზად ^_^


3. სირთულე: 
მარტივი

4. ხარკი - 20 ლარი

5. ფასი მოიცავს 
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას

6. ფეხით გასავლელი მანძილი: 
მთლიანობაში დაახ. 10 კმ

7. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
თავად ჩანჩქერი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალის ტყე 

8. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უამრავი წყარო - მთელ მანძილზე მიყვებით პატარა მდინარეს - ნინოს ხევს, რომლიც ისმევა 

9. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: 
კარგი ფეხსაცმელი , მსუბუქი ტანსაცმელი , მზის ქუდი და სათვალე. ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , რადგან ქვიან ხეობას მივყვებით და მაინც გეგდოთ ერთი კეტი ჩანთაში :დ 

10. რა წავიღოთ ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. საწვიმარი ყოველიშემთხვევისთვის და რაიმე თბილი ქურთუკი .


11.გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!

593 22 57 20 ჩემი მობილური

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Price per person Price with deal
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00