არ გამოტოვოთ ულამაზესი შემოდგომის სვანეთის ტური!
გაატარეთ დაუვიწყარი დრო სვანეთის ულამაზეს ბუნებაში!
გაეცანით ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს, დაისვენეთ სასიამოვნო გარემოში და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი შთაბეჭდილებები.
2 დღიანი ტური სვანეთში!
პერიოდი: 28-29 ნოემბერი
გასვლა: 27 ნოემბერს საღამოს 23:00 საათზე
დაბრუნება 29 ნოემბერს საღამოს 23:00 საათზე
ტურის ღირებულება:
ფასში შედის: ტრანსპორტირება მიკრო ავტობუსით, ერთჯერადი კვება, განთავსება სასტუმროში, კომპანიიდან გამყოლი, ფოტოგადაღება, გათამაშება ( შემდეგი ტური უფასოდ)
მარშუტი: თბილისი-მესტია- უშგული-ზუგდიდი (დადიანების სასახლე)-თბილისი
შენიშვნა: არ შედის მუზეუმების მოსაკრებელი
მოვინახულებთ: მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს, მიხეილ ხერგიანის სახლ- მუზეუმს, სათხილამურო ზოლს მესტიაში (ჰაწვალის მთას),ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი(დადიანების სასახლე)
სვანეთის ეთნოგრაფიულ -ისტორიულ მუზეუმში შემონახული არის უძველესი სახარებები, ოთხთავები და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ხელნაკეთი ნივთები. ჰაწვალი, გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება სვანეთის ულამაზესი ხედი.
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები.
ჯგუფი არის 10 კაციანი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 2 99 88 94
მისამართი: თბილისი, ტაბიძის ქ. 3 / 5