ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე
შეხვედრის დრო და ადგილი: 7 ივნისი, შაბათი , დილის 07:00 საათი ! რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლთან.
ტურის ღირებულება: 40 GEL
ფასი მოიცავს :
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
მოვინახულებთ:
პირაქეთა>>>
კოპალას ნიში (დიაცნი არ დაიშვებიან ამ უკანასკნელზე) ისინი მხოლოდ დაინახავენ :)
ეთნომუზეუმი კორშაში (სურვილისამებერ)
სოფ: ბისო
სოფ: გუდანი
დათვიჯვრის უღელტეხილი
პირიქითა>>>
ლებაისკარის კოშკი
კისტანი
შატილი - მუცო - არდოტი_ანატორის აკლდამები, ლურჯი მთები, გუროს ნაწვეთრები, ქაჩუს ციხე
ფეხით გასავლელი მანძილი : მაქსიმუმ 2-3 კმ
საშუალო სირთულე: მარტივი
ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები, კარავი , საძილე ტომარა, პარალონი, ე.წ ქვეშსაგები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი, ფანარი, და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. არაერთჯერადი პირადი მოხმარების ჭურჭელი და "ვოტკა" :D (მინიმუმ ნახევარი ლიტრი ყველამ)
რა ჩავიცვათ: თავისუფლად, სპორტულად
რისკები: არანაირი, მაგრამ შეიძლება ვინმეს გული წაუვიდეს იმ სილამაზეს რომ იხილავს :)))))
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის, მოგზაურის წინაშე!
ჩემი მობილური
ლელა წიკლაური
ჩვენი ჯგუფი
ჩვენი გვერდი
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია....