ბონ ვოიაჟი
995 32 2 45 01 01; 557 77 77 07
О нас

         შეიძლება თქვენ უკვე იხილეთ ყველაფერი ამ სამყაროში ან პირიქით არ ყოფილხართ არსად. ტურისტული კომპანია "Bon Voyage" დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ახალი საზღვრები და ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით. 

         ჩვენი მიზანია, ნებისმიერი ტიპის ტურების ორგანიზება როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. თუ თქვენ დაიღალეთ ყოველდღიურობით, გსურთ მოიშოროთ დაღლილობა ან იანვრის თვეში ოცნებობთ ზაფხულის ცხელ დღეებზე და ქვიშიან სანაპიროზე ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ თქვენი ოცნების,გემოვნებიან ასრულებაში.

         ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობა წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ თვალის მომჭრელი ბუნების მრავალფეროვანი სილამაზით. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იცვლება გარემო, მთაში თხილამურების დგომის შემდეგ, რამოდენიმე საათის შუალედში შეგიძლიათ დატკბეთ შავი ზღვის ულამაზესი სანაპიროებით. აქ თითოეული რეგიონი ერთმანეთისაგან განსხვავებული და უნიკალური კულტურით , ტრადიციებით და სილამაზით ხასიათდება. ხოლო ხალხის სტუმართმოყვარეობა და გულთბილობა, კიდევ ერთხელ გაგიჩენთ სურვილს საქართველოში მოგზაურობის.

          კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. თუ თქვენ არ დაინტერესდით ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტურებით, მაშინ ჩვენ თქვენი სურვილისამებრ დავგეგმავთ ტურს და დაგეხმარებით მის განხორციელებაში. 

          ჩვენი კომპანიის საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე, და მათი ინტერესების დაცვა ჩვენთვის უმთავრესია.

  • ტურები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  • საზაფხულო და ზამთრის ტურები.
  • შეხვედრების ორგანიზება და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა.
  • ნომრების დაჯავშნა,სასტუმროებში, გესტ-ჰაუსებსა და ბინებში განთავსება.
  • საჰაერო და სარკინიგზო ბილეთების დაჯავშნა.
  • კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.
  • ეკო ტურიზმი.

        თითოეული ჩვენი შემოთავაზება ყურადღებით არის დაგეგმილი და შესწავლილი. ჩვენი გუნდი მზადაა თქვენ ოცნებას ფრთები შეასხას.

        ვაფასებთ თქვენს ნდობას და არჩევანს ჩვენდამი და მოხარულნი ვიქნებით თქვენთან მეგობრობით.

Продолжая использовать Сайт, вы соглашаетесь на использование записей cookie. Смотрите ниже для получения дополнительной информации Политика использования файлов cookie