ჯორჯიან ადვენჩერს
568 67 60 17
კალოუბნის ქ 20
О нас

შპს "გასთ", თავის თავში აერთიანებს ორი პროფილის კომპანიას - სტანდარტულ ტურისტულს კომანიას "ჯორჯიან ადვენჩერს" და სპორტულ ტურისტულ კომპანიას "სპორტ თრეველ ჯორჯია", რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია, მსოფლიო მასშტაბით სპორტულ ფორუმებზე გულშემატკივრების მობილიზებაზე. 

სტარტაპერის სტატუსის მიუხედავად, ჩვენი კომპანია არის სწრაფად მზარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. ჩვენი გამოვირჩევით განსაკუთრებული სიზუსტის და გამორჩეული ხარისხის მომსახურებით, როგორც გარე ასევე, შიდა ტურიზმის მიმართულებით.

ჩვენი პირდაპირი საერთაშორისო და ადგილობრივი კავშირები, გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ზუსტად და პროფესიონალურად შეურჩიოს, შესაბამისი ტური, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, როგორც დაბალბიუჯეტიან, ასევე საშუალო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს (მაგ.შეგვიძლია გამოგზაუროთ ისეთ ეგზოტიკურ ადგილებში, როგორიცაა: ამაზონიის ჯუნგლები, საჰარის უდაბნო, ჰიმალაის მთები, ანტარქტიდა და კოსმოსიც კი!). 

ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში შედის:

ავიაბილეთი (ნებისმიერი მიმართულებით)
სასტუმროები (მსოფლიო მასშტაბით)
ექსკურისები (მსფლიოს მასშტაბით)
სავიზო მომსახურება
ტრასნფერი (მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან)
მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები (მსოფლიო მასშტაბით)
მანქანის გაქირავება
სამოგზაურო დაზღვევა

ჩვენი დევიზია: თუ ვერ მოდიხართ თქვენ, ჩვენ მოვალთ თქვენთან და ადგილზე გაგიწევთ მომსახურებას!

Все - 22

Продолжая использовать Сайт, вы соглашаетесь на использование записей cookie. Смотрите ниже для получения дополнительной информации Политика использования файлов cookie