Redix Travel
О нас

ტურისტული კომპანია „რედიქს თრეველი“ ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს სთავაზობს ტურებს როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია 2005 წლიდან ემსახურება ინდივიდუალურ დამსვენებლებს, დიდ ტურისტულ ჯგუფებს, მრავალრიცხოვან კორპორაციულ და VIP კლიენტებს.
„რედიქს თრეველის“ მომსახურება მოიცავს, როგორც დასასვენებელი ტურების, ასევე საქმიანი ვიზიტების ორგანიზებას. ტურისტული პაკეტები, მომხარებლების განსხავებული ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით იგეგმება. პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს „რედიქს თრეველის“ გუნდს.
მრავალწლიანი გამოცდილება და კომპეტენტურობა გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ  სრულყოფილი ტურპროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ მსოფლიო ახალი თვალით.

Все - 4

Продолжая использовать Сайт, вы соглашаетесь на использование записей cookie. Смотрите ниже для получения дополнительной информации Политика использования файлов cookie