national delicacy

  • ID: 51834
  • Просмотры: 1980
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 19/05/19
    Возвращение
    • 19/05/19
Дополнительная информация

ტურისტული კომპანია sunflowers tour georgia

1. ბაზალეთის ტბა.

თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, მის შუაგულში კი ოქროს აკვანი დგას, აკვანში წევს მძინარე ყრმა... დადგება დრო, როცა გაიღვიძებს იგი, ადგება აკვნიდან და მხსნელად მოევლინება ქვეყანას, მარადიულ გაზაფხულს მოიტანს დედამიწაზე. ამ თქმულებაზეა დაწერილი ილიას ლექსი „ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო".


2. თეთრი და შავი არაგვის შესართავი.

"დაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი, გააფთრებულსა ტალღასა კლდეს რო წაუვლენ თქერანი! შენ თვალს გარიდებ მაშინა, მთებისკე მწადის ცქერანი, უნდომლად მამინდებიან ბედკრულს ბედკრულნი მღერანი." ვაჟა.
3. სოფელი ლუთხუბი

4. სოფელი ჩოხი (ზღვის დონიდან 1760 მ.).

აქ მდებარეობს გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი პირიმზე ფუძის ანგელოზი.

5. გოდერძი ჩოხელის ნასახლარი.
6. ჩოხის წმ.გიორგის ეკლესია. აქ ინახებოდა პირიმზის ხატი, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლით მოჭედილ და მხედრულწარწერიან ჯვარს წმინდა გიორგის გამოსახულებით. ის 1707 წელს შესწირა თეიმურაზმა, შემდგომში არაგვის ერისთავმა, ფუძის ანგელოზს. პირიმზეში 9-10 ხატობა ტარდებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო ფუძის ანგელოზობა, რომელიც 30-31 აგვისტოს იმართებოდა.
7. სოფელი დუმაცხო, (ზღვის დონიდან 1560 მ.). ავდივართ მთაზე, სადაც მდებარეობს აფციაურების სალოცავი. აქედან იშლება ულამაზესი ხედები მთელ ხეობაზე.

✔ 19 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში 5კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა კომფორტული მინივენის ტიპის ავტომობილებით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაშ fb-sunflowerstourgeorgia https://www.facebook.com/Sunflowers-Tour-Georgia-319069788807959/  ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 10 26 76 გიორგი 

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Цена на человека40.00
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 19/05/19
    Возвращение
    • 19/05/19