პირველი ევროპელების კვალდაკვალ
თბილისი-ბოლნისი-დმანისი-წუღრუღაშენი
თუ გსურთ იმოგზაუროთ წარსულში, დაათვალიეროთ პირველი ევროპელების საცხოვრისის ნაშთები და ამასთან მოინახულოთ თანამედროვე საქართველოში შემორჩენილი ბაზილიკა ბოლნისში, მაშინ ეს ტური სწორედ თქვენთვისაა.
ექსკურსიას დავიწყებთ ბოლნისის სიონის მოლოცვით, რომელიც ქართულ ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა.
შემდეგ გავემგზავრებით დმანისის მიმართულებით, აქ მდებარეობს დმანისის მუზეუმ ნაკრძალი, კომპლექსში 150 ზე მეტი ძეგლი შედის, რომელთანაგან ჩვენ საშუალება გვექნება მოვინახულოთ თავად ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი.
დმანისიდან გავემართებით წუღრუღაშენის ეკლესიისაკენ. პატარა გორაკზე მდგარი ტაძარი ლამაზად გადმოჰყურებს მდინარე ბოლნისის წყალს, ტაძარი გამოირჩევა ჩუქურთმების სიმრავლითა და საინტერესოა ისიც რომ შესასვლელი კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმხელა,რომ ხელი შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული, რომელზედაც გამოსახულია მოჩუქურთმებულ წრეში ბოლნური ჯვარი და თან ახლავს ქართული წარწერა.
ექსკურსიის ბოლოს სურვილის მიხედვით პიკნიკი ბუნებაში, გასართობი თამაშობანი და ინტელექტუალური შეჯიბრებები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მის: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №5
ტელ: 236 32 24; 236 32 25
მობ: 571 11 18 18
E-mail: geo@capitaltravel.ge