ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე
შეხვედრის დრო და ადგილი: რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. დილის 07:00 ზწ. (ვინც აგვიანებს ვტოვებთ)
ტურის ღირებულება: 35 GEL
ფასი მოიცავს :
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
მოვინახულებთ:
დათვიჯვარი
ლებაისკარის კოშკი
შატილი - მუცო - არდოტი_ანატორის აკლდამები, ლურჯი მთები, ანდაქი, გუროს ნაწვეთრები, ქაჩუს ციხე
ფეხით გასავლელი მანძილი : მაქსიმუმ 2-3 კმ
საშუალო სირთულე: მარტივი
ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
რა წავიღოთ?
2 დღის სამყოფი საკვები, კარავი , საძილე ტომარა, პარალონი, ე.წ ქვეშსაგები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი, ფანარი, და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. არაერთჯერადი პირადი მოხმარების ჭურჭელი და "ვოტკა" :D (მინიმუმ ნახევარი ლიტრი ყველამ)
რა ჩავიცვათ: თავისუფლად, სპორტულად
რისკები: არანაირი, მაგრამ შეიძლება ვინმეს გული წაუვიდეს იმ სილამაზეს რომ იხილავს :)))))
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
ჩემი მობილური