national delicacy

♡ SPAIN / BARCELONA ♡ ესპანეთი / ბარსელონა პერიოდი: 18.06.2014 - 24.06.2014 ტურის ღირებულება: 490 Eur

  • ID: 1133
  • Просмотры: 11143
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 00/00/00
    Возвращение
    • 00/00/00
Дополнительная информация

ტურის თარიღი: 08.06.2014
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის დასაწყისი - 08:00
ტურის დასასრული - 21:00 – 22:00    

მარშრუტი: თბილისი-ფარავნის ტბა-ვარძია-ახალციხე-რაბათის ციხე-მწვანე მონასტერი-თბილისი (570 კმ)

08:00 სთ-ზე თბილისიდან გავემგზავრებით ვარძიისკენ. გზად ვნახავთ ულამაზეს ფარავნის ტბას იგი ზღვის დონიდან 2080 მ–ზე მდებარეობს. შემდეგ გავეშურებით ხერთვისის ციხისკენ. აგებულია შუა საუკუნეებში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ბოლოს ვნახავთ კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქს ვარძიას კომპლექსის.

ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის   დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარესათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. 1185 წლის 15 აგვისტო სღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხეს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტი და ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა. კლდეში ნაგები ქალაქი თავისი მასიურობით, სილამაზითა და ბუნებით განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს ნებისმიერ მნახველზე. 

რაბათის ციხე მდებარეობს ახალციხის რაიონში. დანგრეულ დაგჩანაგებულ რაბათს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღესდღეობით ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლია. მთლიანად აღადგინეს გალავანი, გაკეთდა ბილიკები და განახლდა მეჩეთი. თანამედროვე არქიტექტურულმა ელემენტებმა იგი განსაკუთრებით მიმზიდველი და ლამაზი გახადეს.

მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს. XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
 
საღამოს დაბრუნება თბილისში.
საფასური:
18 კაციანი ჯგუფი - კაცზე -  90 ლარი  =>  55 ლარი
40 %- ფასდაკლება

ტურის ღირებულებაში შედის: 
1.    ტრანსპორტირება (მძღოლი, საწვავი);
2.    გიდი
3.    ფოტოგრაფის მომსახურება
4.    2 ჯერადი კვება

1) ლანჩი: იმერული ხაჩაპური, ლობიანი, ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელი

2) პიკნიკი:
მწვადი 
ქათამი (მოხარშული)
ყველი
ხაჭაპური
ლობიანი
კიტრი
პომიდორი 
ლავაში
სალათები
ფანტა
კოკა-კოლა
ტკბილეული
ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები

ტურის ღირებულებაში არ შედის:
1.    რაბათში შესასვლელი ბილეთები (7 ლარი).
2.    ვარძიის ბილეთები (3 ლარი).


გასვლა: 8 ივნისს (კვირა) - ფეის თრეველის ოფისიდან, პუშკინის 10

გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.

აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 10 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს)

შეგიძლიათ შეიძინოთ 3 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი შემდეგ საიტებზე:

http://mydeal.ge/deal/5362sf4a6c
http://boomsale.ge/index.php?productid=363
http://www.swoop.ge/offers/58117

შენიშვნა:
სასურველია იყოთ ჩაცმული სპორტულად

დაგვიკავშირდით:

natia@facetravel.ge

558 92 72 75

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Цена на человека Цена со сделкой
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 00/00/00
    Возвращение
    • 00/00/00