national delicacy

საოჯახო სასტუმრო ამბროლაურში "თომა"

  • ID: 530
დამატებითი ინფორმაცია

საოჯახო სასტუმრო ,,თომა" მდებარეობს ქალაქ ამბროლაურში. სასტუმროს აქვს საუკეთესო მდებარეობა, ცენტრთან ახლოს, შიშინაშვილის ქ. #41-ში. სასტუმრო განთავსებულია კერძო სახლის მეორე სართულზე. სასტუმროს აქვს სამი სტანდარტული საძინებელი (2 კაციანი + 1 დამატებითი საწოლის შესაძლებლობით), ერთი დიდი მისაღები, ორი შესასვლელი, დიდი აივანი, სამზარეულო, საპირფარეშო და აბაზანა. სასტუმროში არის საკაბელო ტელევიზია, wi-fi, ველოსიპედები, ცხელი და ცივი წყალი. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული საუკეთესო ქართული კერძებით. ერთი ადამიანი კვების გარეშე 15 ლარი, ღამისთევა და საუზმე 25 ლარი, ღამისთევა და ვახშამი 30 ლარი. ტელ: 595 65 02 88.  558 46 32 61.

ფასი ფასი შეთანხმებით