national delicacy

ალიკი

  • ID: 504
დამატებითი ინფორმაცია

სასტუმრო „ალიკ“-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების საწარმოებლად გათვალისწინებული საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ოთახი, ვიდეო-კინო, დარბაზი, კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი საქმიანობის წარმატების საწინდარია. სასტუმროს ჰოლში მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, რესტორანში შემოგთავაზებენ საუზმეს, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ ასევე მრავალფეროვან ევროპულ კერძებს.

სასტუმრო გთავაზობთ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს: სილამაზის სალონით, საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზით, ჯაკუზით. გართობის მოყვარულებს გთავაზობთ მინი გოლფსა და ბილიარდს. სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებითა და პროფილაქტიკით, ტრანსპორტით მომსახურებით, თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების მომსახურება.

ფასი ფასი შეთანხმებით