08 თრეველი
2 08 / 579 79 08 08
ი. ჭავჭავაძის გამზირი 16 / I.Chavchavadze ave 16 / И. Чавчавадзе пр. 16
ჩვენ შესახებ

11808-ის ბაზაზე, დაარსდა საერთაშორისო ტურისტული კომპანია „08 თრეველი“. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია განსაკუთრებული სიზუსტის და გამორჩეული ხარისხის მომსახურებაზე, როგორც გარე ისევე, შიდა ტურიზმზე.11808-ის ნდობა და ჩვენი პირდაპირი საერთაშორისო კავშირები, გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები. 

„08 თრეველის“ უმთავრესი უპირატესობაა, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ზუსტად და პროფესონალურად შეურჩიოს, შესაბამისი ტური, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, როგორც დაბალბიუჯეტიან, ასევე საშუალო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს. ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში შედის, როგორც სტანდარტული ტურები, ასევე პრაქტიკულად ყველა სახეობის ტური, თუ ექსკურსია, როგორებიცაა მაგალითად: სამთოსათხილამურო, კულტურული, ეკო, პილიგრიმული, მუსიკალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სხვა. აგრეთვე, ტურები სამყაროს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში: ამაზონიის ჯუნგლებში, საჰარის უდაბნოში, ჰიმალაის მთებში, ანტარქტიდასა და კოსმოსშიც კი!

თქვენი მოგზაურობის მაქსიმალური კომფორტისთვის, ზუსტი, სწრაფი დამაქსიმალურად ხელმისაწვდომი შემოთავაზებისთვის ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი და უმეტეს შემთხვევაში ექსკლუზიური კონტაქტები მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებთან როგორიცაა: “Deutche Bahn”, “Eurolines”, “Rental Cars”, “Sayama Travel”, “Pegast Tourstik”,“Coral Travel”, “Qatar Airways“, “Lufthansa”, “Turkish Airlines”, “Air Baltic”, და ა.შ. 

„08 თრეველში“ მოგემსახურებიან გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები. გვანდეთ თქვენი დასვენება ჩვენ და ყოველთვის მიიღებთ მოლოდინზე მეტს.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა