ტუროპერატორი "My Way"
+995 (32) 2234406
0179 Tbilisi, 14 I.Abashidze st.
ჩვენ შესახებ
ტურისტული კომპანია „My Way“ უკვე რამდენიმე წელია არსებობს ქართულ ტურისტულ ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით, რომელთა მიზანია ყოველწლიურად უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურების დანერგვა. ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს წლების განმავლობაში ურთიერთობისთვის და ასევე ყველა პოტენციურ პარტნიორს, რომელთანაც მომავალში ვითანამშრომლებთ. კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიაზე ტურიზმის ფართო სპექტრს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ტურებს და ტურ-პაკეტების ფართო არჩევანს: საექსკურსიო, სათავგადასავლო, კულინარულ, სამკურნალო, ღვინის, სამთო-სათხილამურო ტურებს, ეკო-ტურებს, ჯიპ-ტურებსა და მრავალ საინტერესო სანახაობასა და სერვისს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურ-ოპერატორებთან. ჩვენი მიზანია დავგეგმოთ ჩვენი კლიენტის მოგზაურობა და დასვენება ეფექტურად, ხარისხიანად და რაციონალურად. „My Way“ იქნება თქვენი მასპინძელი და მეგობარი საქართველოში! „My Way“ იქნება თქვენი მეგზური და გზამკვლევი უცხოეთში!

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა