ეგზოტური
(+99532) 291 31 91
გალაკტიონის ქ. #9; თბილისი, საქართველო
ჩვენ შესახებ

საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია. ტუროპერატორი ეგზოტური სწორედ ამ პრინციპით იღებს და ემსახურება კლიენტებს. ჩვენ ვიღებთ მათ, როგორც ძვირფას სტუმრებს, და ვაცილებთ როგორც მეგობრებს. კომპანიას 1995 წლიდან დაგროვილი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ შეუქმნას სტუმარს სასიამოვნო დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობა. ყველა ჩვენს თანამშრომელს ტურისტულ სფეროში მუშაობის ხუთიდან ათ წლამდე გამოცდილება აქვს და პერიოდულად გადის სტაჟირებას საბერძნეთში, თურქეთსა და ეგვიპტეში.

ტუროპერატორი ეგზოტური მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში: МIТТ მოსკოვი, WTM ლონდონი, BIT მილანი, CBR მიუნხენი, ITB ბერლინი, JATA - ტოკიო, UITT - კიევი, TT - ვარშავა, Tour Salon - პოზნანი, ATM - დუბაი, COTTM - პეკინი, BALTTOUR - რიგა, CIS - სანკტ-პეტერბურგი, CTF - თბილისში და სხვა უამრავ ღონისძიებაში.

ტუროპერატორულ საქმიანობაში მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური მოღვაწეობისთვის ეგზოტურის დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურა. თავის მხრივ, კომპანიის სასტუმრომ მორიგი საპატიო მოწმობა მიიღო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან. ეს ყველაფერი გვავალდებულებს, არ დავწიოთ მომსახურების ხარისხი და და უფრო და უფრო მეტად დავხვეწოთ ეგზოტურის მომსახურება. ეგზოტური აქტიური წევრია საქართველის შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA).

ამ ვებ გვერდის შექმნაში აქტიური მხარდაჭერისათვის კომპანია მადლობას უხდის ეგზოტურის მთელს გუნდს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოს, ემ ჯგუფს, კახური ტრადიციული მეღვინეობას, ბადაგონს, ირმა შარიქაძეს, ჯონდი თაბუნიძეს, გიორგი წიკლაურს და ლევანი წურწუმიას.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა